___

ბრეჟნევი თბილისში რომ ჩამოვიდა, უკვე ძალიან დაჩაჩანაკებული იყო და ცოტას ურევდა კიდეც. აქ დიდი ამბით დახვდნენ; იყო, რა თქმა უნდა, ზღაპრული სუფრაც.
ბრჟნევს განსაკუთრებით მოეწონა ცოცხალი. იკითხა, რა ქვია ამ თევზსო.
- ცოცხალი - უთხრეს, თან გადაუთარგმნეს - ჟივოი.
- როგორ ჟივოი - გაოცდა გენსეკი - ეს ცოცხალია?
- არა, ცოცხალი არაა, მკვდარია, მაგრამ ცოცხალი ქვია...
მოსკოვში რომ დაბრუნდა, ერთხელაც, მენიუს შედგენისას, ეკითხებიან - რას მიირთმევთ?
ბრეჟნევს ცოცხალი მონატრებოდა და შეძლებისდაგვარად აუხსნა, რა უნდოდა - აი, მკვდარი რომაა და ცოცხალი რომ ქვია...
შეფი შეფიქრიანებული დაბრუნდა და მზარეულებს ეუბნება:
დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს...


___
გურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს და ეკითხება: 
-სა მიგყავს მაი ძაღლი? 
პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს : 
-აგი ძაღლი კი არა, თხაა! 
-მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა.

___
სვანი ზის და წამლებს ყლაპავს:
- ცუდად ხომ არ ხარ?, ეკითხება მეზობელი
- არა, ხვალე ვადა გასდის და ხო არ გადავყრი..?!

 


___
სვანი ჯარიდან აგზავნის წერილს და ამანათს:
-მამი ამ ყუთს,რომ გახსნი და შიგ რაც დევს, იმას რგოლს გამოაძრობ, ორი კვირით გამომიშვებენ.

 


___
-დედააა,სახლში ამოვალ რააა!
-დედიკო გენაცვალოს,დარჩი ეზოში ტოლებთან,ცოტაც წაითამაშე!
-დედააა,ამოვალ რააა!
-კარგი შვილო,ამოდი თუკი დაიღალე!
-დედააა,დავრჩები რააა!

 


___
სვანს სიზმარში სცემეს და მეორე დღეს ძმაკაცებთან ერთად დაიძინა

 


___
სვანი შეყვარებულს გამოეკიდება და გაასწრებს

 


___

ანეკდოტიქალს თვითმფრინავში ციყვის აყვანა უნდა და არ უშვებენ,მეგრელი შესთავაზებს,მომეცით ქალბატონო მე ჩავისვამ უბეშიო,ქალი კაი ხანი უარზეა მარა ბოლოს დათანხმდება.გზაში,
მეგრელი:უიჰ.
ქალი: რა იყო ბატონო?
მეგრელი: არაფერი ქალბატონო.
მეგრელი ისევ :უიჰ.
ქალი: რა იყო ბატონო?
მეგრელი: არაფერი ქალბატონო.
მეგრელი: ვაიმე დედაააა.
ქალი:კიმაგრამ რა არის? თუ ჩემი ციყვის მოვლა არ შეგეძლოთ რატომ გაომართვით?!
მეგრელი: ქალ'ბატონო,როდესაც თქვენმა ციყვმა კაკლებს დაუწყო თამაში ,მაგაზე ხომ არაფერი ვთქვი,როდესაც თქვენმა ციყვმა ფუღურო აღმოაჩინა მაგაზეც ხომ არაფერი მითქვამს,მაგრამ როდესაც თქვენმა ციყვმა კაკლების შეტანა ფუღუროში დაიწყო ეს უკვე ვეგარ მოვითბინეეეეეეე.


___
სეროჟას ეკითხებიან:თავი რად გინდაო?
:ვა ტო მა ბალისჟე რა დავდო?

 


___
მიხო გრამატიკის გაკვეთილზეა.
მასწავლებელი:შენ იბან, მეც ვიბან, ისიც იბანს, რა დროა?
მიხო: ახალი წელი

 



« 1 2 3 4 5 »