ანი დადიანი

ე...

მე შემოვივლი ნისლიან ქუჩებს,
მე მიმალავენ ნისლიან თვალებს…
მე ეს ცხოვრება ვერ გამაფუჭებს,
არ მივუყვები სხვების ნაკვალევს…
ზევსის ეგიდა ჩემთვის ჯართია,
მე სიყვარული ვაქციე ფარად…
დროს თუ ველოდე, ყველაფრის მკურნალს,
მაშინ სნეული დავრჩები მარად…

ანი დადიანი
****
ქალი  ეულია,თუმცა  რჩეულია,
მხოლოდ  სხეულია?
ქალი  გრძნეულია…
ფიქრად  ქცეულია,
სითბოდ  ქცეულია,
ძალად  ქცეულია,
შენად ქცეულია…
მაინც  ეულია.

ანი დადიანი

****

წეღან ჩადგა ქარი,
არ მეცნო ეს ქალი.
ზეცა გადალახე
და ვერ დამინახე.

დანარჩენი სრულიადში

მოდიოდა ნინო მთებით
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა… და,
როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…

დანარჩენი სრულიადში

ფეხი დამადგით
ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…

დანარჩენი სრულიადში

შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში
მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!
შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა…
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო, – წელს არ მოვიდა მეძღვნე…

დანარჩენი სრულიადში

გულის პასუხი

მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!

 

დანარჩენი სრულიადში


განთიადი
მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…
 

დანარჩენი სრულიადში

დაკარგული და ოცნებით მოპოვებული

შენს სიყვარულში ჩაძირული გზას ვეღარ იკვლევს,
იქნებ უშველო, დაეხმარო, დაუდგე გვერდში,
ხელი მოჰკიდო, შენთან ახლოს რომ მიიყვანო,
და მძლავრად, გრძნობით რომ მიიკრა შენს სათუთ მკერდში.


დანარჩენი სრულიადში


ვერ მოერია მის ვნებებს

ინდივიდუალური სიყვარული
შენ ერთ ინდივიდს განაცვალე.
სულში არსებული სინანული
ბევრ სიბილწეში გადავცვალე.


დანარჩენი სრულიადში



1 2 3 4 5 6 »