ვერ გაპატიებ

გიყვარდა ჩემში ყველა თვისება,
გიყვარდა ჩემში სულ ყველა ნაკლი,
როცა მოგშორდი, როცა წავედი,
ვიცი, რომ შენს გულს დძლიერ დავაკლდი.


დანარჩენი სრულიადში


რაღაც მინდა სიყვარულზე მეტი

რაღაც მინდა სიყვარულზე მეტი.
ხან გხედავ და ხან კი ვეღარ გხედავ,
შენში ერთ დროს დავინახე ღმერთი,
დავინახე უხილავი სევდა.თითქოს ერთხელ მომელანდე მალვით,


დანარჩენი სრულიადში


მე და სიმარტოვე

ფიქრი დამიობლა წვიმამ უმოწყალოდ
დავრჩით მარტოდ-მარტო მე და სიმარტოვე
ცისფერ ოცნებასაც მალე შემოათოვს
თვალებს მოსწყურდება შენთან სიახლოვე.

ვიცი ვერასოდეს ვეღარ შემომივლი
ვეღარ მომიკითხავ დარდით დაღალული
ნუთუ ბედისაგან დავრჩი განაწირი
ასე უსასოო ჩუმი სიყვარულის.

ალბათ გულმოკლული ცოტას დავმშვიდდები
შენი შფოთიანი სახის ანარეკლით
ხმა რომ გამაგონა შენი ნაბიჯების
ფერი დამანახა შენი წამწამების…

ფიქრი დამიობლა წვიმამ უმოწყალოდ
ვხედავ იმედებიც სახეს მარიდებენ
ცისფერ ოცნებასაც მალე შემოათოვს
რატომ გამიმეტე…რატომ გამიმეტე…


აფრიკა

როცა მარტო იქნები, ჩემთან მოდი! მე მაინც დიდი ხანია მარტო ვარ!
როცა არავის ეყვარები, დამირეკე,ხომ იცი მე ტელეფონი სულ ჩართული მაქვს!
როცა ყველა მიგატოვებს,მომწერე. მე უკვე დიდიხანია მიმატოვეს.. და….
როცა არაფერი დარგჩება დამიკაკუნე კარზე! ჩემი დარჩენილი გავიყოთ!
როცა წყალი შეწყდება ჩემთან მოსინჯე. იქნებ ჩემთან ისევ მოდის!
როცა მოიწყინო გადმოდი ჩემთან,ჩემი მეზობელი ცირკში მუშაობს!
როცა შენი ფარდები დაიხურება,ნახე-მე გავხსენი და ოთახი ჩანს.. და…
როცა ყველგან შუქს ჩააქრობენ,ჩემს ოთახში სანთელი მაინც ენთება!
როცა მიწისძვრა დაიწყება,ჩემი სახლი ხისაა და არ დაგვაზიანებს, შემოდი.
როცა აჯანყებას მოაწყობენ,მეც ავჯანყდები,თუ არ იქნები ჩემთან
როცა ომი იქნება, დამეხმარე, თეთრი დროშები ავაფრიალოთ. ბევრი მაქვს..და..
როცა მოვკვდები…..მერე არ მეშინია! მერე რა. შენ ხომ ჩემთან იქნები ამ დროს!!


სიშიშვლე მტანჯავს

რაც უფრო მიყვარდები მით უფრო მტანჯავ
ქუჩაში ლოთებს მათხოვრებს ვბაძავ
მინდა ჩავახშო ეს სევდის ტალღა
სიგარეტს ვაბოლებ სტო გრამსაც დავკრავ

დრო და განშორება არც ისე ძნელია
მე უფრო შენი სიშიშვლე მტანჯავ
ეგ ტანსაცმელი შენ ნაწილს ფარავს
მეორე ნაწილს ახსნია ფარდა

სულის სიშიშვლე კაცთა მინდობა
ახალგაზრდობა ფართზე გიჟობა
როგორ შეგცვალა ამ დრომ შენ ქალო
დღეს უკვე ქართველი ევროპელს გავსო

უმანკოება ქალთა სინაზე
ვარდის ფურცლებთან ნაზი მსგავსება
ჩუმი კეკლუცი კაცთა წინაშე
როგორ შემღალა დრომ და ჟამობამ

როგორ მიყვარდი როგორ მიყვარხარ
შენში მიყვარდა ქართველი ქალი
მაგრამ დღეს გრძნობიდან ფერფლის არ დარჩა
თითქმის მკვდარი ხარ და მაინც მტანჯავ

მკვდარსაც გეძახი ბომჟსაც დაგარქმევ
არა იმიტომ რომ სხვებს ავნებ
უბრალოდ გაქრა შენში სიწმინდე
და უკვე დაცემულ ანგელოზ ბაძავ


დაბრუნდება?

მე შენთვის მინდა კვლავ გავშალო ლამაზი ფრთები,
ოცი წლის მერეც უნუგეშოდ მარტო მოგელი.
ყველა მოკვდავი მოვიძულე, უკვე ყველას ვმტრობ,
აუტანელი, საძულველი გავხდი, ამას ვგრძნობ.

მძიმე დარდები მოაწვება ჩემს გულს ცრემლიანს.
და ეს თვალები ყველგან გეძებენ, ყველგან გელიან.
შვილიც მოგელის, დამწუხრებული შენს სითბოს ელის.
ახლა ყველაზე მეტად უნდა შეწყობა ხელის.

შენი სურნელი არ შორდება ჩვენს საცხოვრებელს.
უშენობისგან დაცემული ადგომას შევძლებ.
ახლა ორნი ვართ ქვეყანაზე მარტო, ეულნი,
შენს მონატრებას შეჩვეულნი, ალბათ, სნეულნიც.

ვცდილობ, მოვთოკო გრძნობები და მასზე ვიზრუნო.
კარზე მომდგარი დარდი, სევდა კვლავ გავისტუმრო.


ოცნების დასაწყის-დასასრული

შენა ხარ ოცნების დასაწყის-დასასრული,
შენთვის მაქვს ყველა მიზანი დასახული.
სიცოცხლეს ვალამაზებ ფერადი გაზაფხულით,
დაღლილი აღარა ვარ, გრძნობისგან დაზაფრული.
შენი სიტყვებია, რაც მე მალამაზებს,
ახლა მოხარული ვარ მე შენით ასე.
უცებ, გეწევი, მაგრამ მაინც მასწრებ,
ბედნიერებისგან ცხრა ცის ზევით ვაღწევ
ქარი ამიწეწავს თმებს და სწრაფად აშლის,
მინდა აშენება შენთვის გულში სახლის.
სული უმწეოა ხშირად შიშისგან კრთის,
გაუწვიმდება და ჩუმად თოვლით აცრის.
თქვი რა ვიღონო და ნატვრას აგისრულებ,
იმედს იცოდე, რომ არასდროს გაგიცრუებ
გულს მე აგივსებ კაშკაშა სხივებით,
თოვლს გაგიწვიმებ, დავიწყებ მცირედით.
ავდარს გაგიდარებ, წვიმას მე მზედ ვაქცევ,
დაცლილ ღვინის ჭურჭელს ისევ ღვინით ვავსებ,
ჩამქრალ დახრილ სანთლებს სიყვარულით ვანთებ,
სულში ნეტარების სურნელს შემოვაკმევ.
უკვე შენს გარდა მე არ მყავს საზრუნავი,
ფიქრები მოვიშორე ჩემით, სათრგუნავი.
და ძლივს ვიპოვე თავშესაფარი,
შენს გულში ავაგე სულის ტაძარი.


და ეს ჩამქრალი თვალები

და ეს ჩამქრალი თვალები
შენს საფლავს გადაეკონა.
ტუჩებს უნდოდა ტუჩები
შენს ტუჩებს გადაეკოცნა.

მე გავგიჟდები მარტივით
ყველასთვის გავხდები მარტივი.
მე შემმუსრავენ დარდები,
გულს მომაფინეთ ვარდები.

ჩემთვის სიცოცხლე არ არის,
ლანდები ჭკუას შეშლიან.
სიკვდილი წამით მოვიდა,
სულ წამიერად მეწვია.

ხელიდან გამომაცალა,
ეჭვებით გულმკერდს ინგრევდა.
სიკვდილსაც შეყვარებია
წართმევას დამიპირებდა.


…რომ უფრო ძლიერ მეყვარებოდი !

მწვავ და ალი კი ლექსებად ამდის,
ცასაც გაჭვარტლავს პირდაპირობით.
იმ საღამომდე ყოველდღე მწამდი
და შეგიძულე ერთი პირობით,


დანარჩენი სრულიადში


გულში დაკრძალული

მე მომწონს, ქვეყანაში მეფობა სიყვარულის,
გულში აფეთქება ცოდვის სინანულით.
მე მომწონს, ოცნებებით აღვსილი ფიქრები,
უეცრად რომ დაათოვს მიწას ფიფქებით.


დანარჩენი სრულიადში



« 1 2 3 4 5 6 »