ახლა რომ

ახლა ჩემს გვერდით რომ გძინავდეს,
ღამეს მოვწყვეტდი მთვარს,
მისაკუთრებულს ჩემს თვალებში შევიგულებდი,
გამოღვიძებულს შემოგხედავდი,
მთვარისფერი თვალებით,დაგინებებდი!
როგორც მთვარე ინებებს ღამეს,
როგორც შემოდგომა ინებებს მწვანეს
დაგინებებდი,დაგიმონებდი,
-მე უკვე შენგან დამონებული.
ცამდე აწვდენილ სიყვარულსაც ჩამოგიწვდენდი,
ოცნებისთვისაც გაგიმეტებდი.
- მაშინ მაინც  შემიყავრებდი?


ღმერთო რატომ შემაყვარე?

ღმერთო რატომ შემაყვარე
მისი თავი ასე ძლიერ
შენ ხომ იცი დამტანჯავდა
სასყიდელი იყი მძიმე

მეგობრობა შემთავაზა
მეგობრობა დავდეთ წინ ჩვენ
თუმცა მაინც ვერ შევძელი
როგორც ქალი დამევიწყეს

ვცადე ვცადე დავიტანჯე
თუმცა მაინც ვერ გავფანტე
მე მის მიმართ ჩემი გრძნობა
და ვაჟური ჩემი ლტოლვა

ვერ დავლიე მე სასმისი
ეს სასმისი იყო ცოდვა
ცოდვით ცოდვას დავერიე
ჩავერიე მგლების ხროვას

დავიფერფლე დავიტანჯე
დავიკარგე დავიხარჯე
მე უაზროდ დავიტანჯე
და ბავშვობა გავიფლანგე

გრძნობა გრძნობა ამერია
ყოველი მე დამერია
ვერ გამიგებს კაცის შვილი
მე სიკვდილის წამებს ვითვლი


ოღონდ ინატრე

შენ ვერც კი ატყობ რა მძიმეა დღეს ხვედრი ჩემი,
რა მრუდე არის გასავლელი ცხოვრების გზები,
რა ძნელი არის უშენობით ტანჯვა, წამება.
დაუვიწყარი, წარუშლელი შენი ზმანება.

მინდა მოგიხმო გულში ჩუმად შემოგაფრინო,
ფერს ნუ შეიცვლი, იყავ თეთრი, ჩემო მანდილო.
როცა გელოდი სიყვარულით განათებული
ო, სწორედ მაშინ მიწაზე დამეც, განაგდე გული.

სწორედ მე ვიყავ ის პირველი შენს ზეთს ცხებული,
შენს სიყვარულში დაჭრილი და ბევრჯერ ვნებული.
სწორედ მე ვიყავ ვინც ჩაგტია დღე და ღამეში,
გულთან მიგიშვა, დაგაბინავა, ტკბილ სავანეში.

და მე ფრთად დაჭრილს, როცა მეტყვი კვლავ მოვფრინდები,
თუნდაც დღეიდან უკუნისამდე არ მომწყინდები.
როცა ინატრებ მხოლოდ მაშინ შენად ვიქცევი,
შენთვის ვიცოცხლებ, გაგიხდები წამის ფიქრები.

ოღონდ ინატრე, ჩემი თმების ქარში შრიალი.
მწვანე მდელოზე ჩემთან ერთად გრძნობებში ტრიალი.
ოღონდ ინატრე და მოგივლენ ზეციდან წვიმას.
ოღონდ ინატრე,
ოღონდ ინატრე და მე გაგათბობ ყოველთვის მცივანს.

დამეპკურე, გულზე გადამეფინე.
მომიფრთხილდი, ცოცხალი ვარ ჯერ კიდევ!…..


ჩვეულებრივი დღე

ჩვეულებრივად დაღამდა ჩვეულებრივი დღე,
ჩვეულებრივი ვარსკვლავი ჩვეულებრივად ანათებს.
შენი დაკარგვის ამბავიც ჩვეულებრივად შევიტყვე
და მარტოობას უნიჭო მსახიობივით ვამართლებ.

ჩვეულებრივი სიზმრებით ჩვეულებრივად ვიძინებ,
ჩემს ჩვეულებრივ ოთახში ქარმა ფანჯარა ჩალეწა.
რადგან სულელურ ამბავზე ჩვეულებრივად ვიცინე,
წითელი ღვინოც პერანგზე ჩვეულებრივად დამექცა.

ჩვეულებრივი სუნი მაქვს, ჩვუელებრივი განცდები,
ჩვეულებრივად ვსაუბრობ, ჩვეულებრივად მაცვია.
ასე მგონია სიხარულს გზაზე ბრმასავით ავცდები,
ჩვეულებრივად იტყვიან _ `უსიხარულო კაცია~.

ჩვეულებივად დავფრინავ, ჩვეულებრივი ოცნებით,
დეკემბერია! ქუჩაში ჩვეულებრივად ითოვებს.
უნდა მიყვარდეს მე შენი ჩვეულებრივი კოცნები,
ტუჩზე რომ დამადნება და არაფრის გემოს მიტოვებს.

უნდა ვუყურო პაემანს ჩვეულებრივი წყვილებით,
ყვავილებს ბიჭი იყიდის, როგორც წესი და რიგია.
უნდა მიყვარდეს თბილისის ჩვეულებრივი წვიმები
და ნიაღვარი სტრიქონი არ იყოს, როგორც სტიქია.

ეს მსახიობი სცენაზე ჩვეულებრივად თამაშობს,
ეს კი, იცნობდეთ, მხატვარი _ ჩვეულებრივი მხატვრობით.
დედა წვიმიდან შემოსულს ჩვეულებრივად გამაშრობს
და დავშორდები სიყვარულს ჩვეულებრივი მადლობით.

ჩვეულებრივად რას ნიშნავს? ჩვეულებრივად _ ეს როგორ?
უჩვეულობის გარეშე? მაშინ სიცოცხლე რად მინდა?!
თუ შემიყვარდა ისე რა, ჩვეულებრივად ეს გოგო
და არ ვაჩუქე მაისი აყვავებული ატმიდან….


ბოლო დღეს

კენტად დარჩენილი დუმან სახლები.
მე თქვენ გელოდით, ზიზღით და როდინით,
ათასი წვრილმანით , ათასი თანმხლებით…
ქუჩის სიმრგვალეს ენარცხება წვიმის წვეთები.
ქარმა დაიმორცხვა, ცეცხლი შთანთქა მზისფერმა ალმა…
როგორ იწვოდით, როგორ ღელავდით, ხელის შეხებით!
იცით?!კახპობა დაგაბრალათ მეზობლის ქალმა…
რუხ ზეცას ღიმილის კვალი ემჩნევა.
კვლავაც ქარია,არ მიხარია.ა
ვიცი, სიცივე ისევ მეწვევა
და ცაც შეშლილთა სამძიმარია…
დეკემბრის თქეში, ლიმნის სურნელს გადასდებია.
წვიმა ბოლო დღეს რად დაემთხვა სულის ძახილებს?!
თქვენც იქ იყავით, თქვენ ეს გესმოდათ, გასაგებია…
ისევ გამყიდეს, ისევ მომკლეს, მიუკადრისეს.
ძრავის ღმუილი უკან ტოვებს მუნჯ ლამპიონებს.
მე თქვენ გიცანით, მაშინ სხვისი მეჭირა ხელი…
სხვას უღიმოდით ატყუებდით ცრემლის რიონებს
ეფიცებოდით, რომ ის არ ხართ, რომ თქვენ ხართ ელი…
ბოლო დღეს ვაცილებ წვიმაში ლოდინით,
კენტად დარჩენილი დუმან სახლები…
მე აღარ გელით. გელოდით, როდინით…
ათასი წვრილმანით , ათასი თანმხლებით…


მიყვარ-დი!

ცრემლებით დავიბან დღეს სხეულს.
ღიმილი მინდა მე სნეულს.
ღრუბლებში შენთან ნავარდი.
როგორ მითხარი:”ნახვამდის!”

ტკბილია შენზე ფიქრები.
საფლავშიც მარტო ვიქნები.
არავინ აღარ მიტირებს.
უსიყვარულოდ ვიძინებ.

როგორ მითხარი:”წავედი!”
რაღას მიმზადებს აწ ბედი?
როგორ მითხარი:”მომბეზრდი,
ახლა სხვის მინდა მოლბერტი,

სხვა რომ ავავსო სიტყვებით,
სხვით დავიღამო სიზმრები,
სხვისი მშვენება მოვხატო,
ია-ვარდებით მოვქარგო.”

როგორ მითხარი:”გშორდები!”
ნუთუ მიწასთან ვსწორდები?
სხვისი გსურს ახლა ალერსი,
მწყურია გემო ბაგესი.

როგორ მითხარი:”გრძნობები?
გრძნობები არის თამაში.
უჩემოდ ნუთუ მოკვდები?
დამნაშავე ვარ ამაში?

როგორ მითხარი:”ცრემლები?
თავს რომ მაცოდებ მე ვხვდები,
ვერასდროს დაგიბრუნდები.
შენს გრძნობაში კი ვრწმუნდები.

მარადიული სიყვარული გითხრა ვინ?
მშვიდობით, კარგად იყავი, მიყვარ-დი!”


შენი მონატრება მე ლექსს მაწერინებს

შენი მონატრება მე ლექსს მაწერინებს,
ჩემი შთაგონების შენ ხარ მესაკუთრე,
შენი სიყვარული რითაც მანებივრებ
ჩემი ლექსებია მე რომ გესაუბრე…

შენი თვალები რომ მე თავს მაკარგვინებს
ჩემი შავი ზღვაა შიგ რომ ვიძირები
შენი სტრიქონებიც მალე გამაგიჟებს
ჩემი სტრიქონებით თავს რომ ვიგიჟებდი

შენი ფიქრებია ჩემი ანარეკლი ,
ჩემი მოგონება ჩუმად მოპარული,
შენი სიტყვებია ფურცლად დანაწერი,
ჩემი პოეზიაც ლექსად მოფანტული…

შენი ოცნებები მე რომ მომიძღვენი
ჩემი ერთადერთი სულის ტაძარია,
შენი გულიც იწვის ალბათ ჩუმი ცეცხლით,
ჩემი გულის ცეცხლი უკვე ხანძარია


უშენო რეალობა (ლოცვა გვირილას სკვნილზე)

მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
გვირილას სკვნილზე ლოცვას ვმარცვლავ, ცოდვით დაღლილი,
ყველა "ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზესთან მივიტან,
,,არ ვუყვარსვარ”-ს კი ამ ლოცვაში არ აქვს ადგილი.

ღამე ნახევარ დედამიწას შემოეტმასნა,
უხილავადაც მწამხარ, (ვიცი ღმერთი არ მიწყენს),
ისე მიგიღე იდუმალი, როგორც ხელდასხმა,
რომ მონატრება წარსულივით გადამავიწყე.

ახალი მთვარე, როგორც ახალნაორსულარი,
ღამის ბილიკებს გაუნათებს, ოღონდ ვის რამდენს
ამას თვითონ წყვეტს… და თუ დარჩა იმის უნარი,
რომ გადაგვკარგოს ერთმანეთში უკუნისამდე.

ოცდაცამეტჯერ ჩამოვმარცვლე ლოცვად – ,,ვუყვარვარ’’,
,,არ ვუყვარვარ” კი აპოკრიფულ ტექსტივით დავგმე,
რაც ამ თვალებში სიკეთეა, მომცა უფალმა
და მარცვალ-მარცვალ, – ხელისგულით შენს ხატთან ვაკმევ.

სულში დაორთქლილ სუნთქვის სურნელს ვიზოგავ მძაფრად,
ეს ლოცვაც ერთად ვიჩურჩულოთ ასე ჯობია,
სიშორე, – შენი სინონიმი (საშინლად) მზაფრავს,
უშენობა კი გადამექცა უკვე ფობიად…!

მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
ყველა "ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზეთან მივიტან!!!…


მუსიკა ქარია

იყო მუსიკა და იყო ქარი
სარკმელთან ფარდა ზღვის ფონს ხატავდა
მენატრებოდი ეს მონატრებაც
იმ აღელვებულ ზღვის ტალღებს გავდა
ღამე ოცნების იყო უძირო
იყო ფიქრებით გადაქარგული
და მთვარის შუქთან მარტო დარჩენილს
მენატრებოდა დრო გარდასული
დრო გარდასული როგორც ოცნება
გადაკარგული როგორც კამარა
ჩემი სიცოცხლე შენ მოგიძღვენი
წლებმა ეს გრძნობა ვეღარ დამალა
ტაძარში შევალ სანთელს ავანთებ
შევევედრები უფალს განგებას
შენი სიცოცხლე იყოს დღეგრძელი
ვით გაზაფხულის სხივთა ნათება.


ფანტაზია დაილია

შენი სულ ერთი გაღიმებაც გულს ამიფეთქებს.
იმედი მაქვს, რომ ღმერთი ერთ დღეს კვლავ გამითენებს,
რომ ვიყო ღირსი შენი სულის ამბოხის გრძნებით,
რომ ისევ ვეხო მაგ თვალ-წარბ-წამწამს ამაყად, გზნებით.

შენა ხარ გრძნობის დასაყრდენი, მძლავრი კედელი.
და მიკვირს ყველა ნატვრის ახდენა როგორ შეძელი?
უსრულებელი არაფერი არ დამრჩენია,
ეს სიყვარული კაცობრიობის გადამრჩენია.

მაგრამ ფანტაზია დაილია,
მაგრამ ეს ნატვრები გამოთავდა.
ერთ დღეს ყველაფერი აირია,
შენსკენ სავალი გზაც არ მოსჩანდა.

ნუთუ გაფერმკთალდა რაც კი ჩემში იყო?
ნუთუ გრძნობა უკვე გადაგვარდა?
ვცდილობდი არ მეფიქრა, მაგრამ ვერაფერი.
გრძნობები უფსკრულში გადაქანდა.

როცა დამიძახებ ნუთუ ვერ გავიგებ?
ნუთუ ჩემს ცხოვრებას ფერხთით ვერ დაგიფენ?
როცა გეტკინება ნუთუ ვერ მოგირჩენ?
სიყვარულით დაჭრილს ისევ ვერ მოგგვრი ფრთებს?

როცა დაინატრებ შენთან არ ვიქნები.
როგორ ეშველება შენს გულს ნაიარევს?
ვინღა გისალბუნებს როცა დაგჭირდები?
გახსნილ ჭრილობებს შენ ვინღა დაგიამებს?

და თუ შევძელი და შევძარ ფანტაზია.
და თუ შევძელი და ნატვრად შენ მოგიხმე.
თუ მე წამების გზა გამიპარტახია,
და ყოველი ცრემლი შენ ერთს თუ მოგიძღვენ.

მაშინ მოდი სიზმრად გულზე დამეფინე,
მაშინ მოდი ცხადად გრძნობა გაამთელე.
გამითბე კვლავ სხეული, სადაც გამეყინე.
ისევ გაგიჟებით, გრძნობით გამახელე!



« 1 2 3 4 5 6 »