ზოგიერთს…

მკვდარი სილამაზე ვის რად სჭირდება?
რატომ იტყუებს თავს ზოგიერთი?
მერე სვამთ კითხვებს,როცა გაჭირდება …
-ეს რა, არ იყო ის ერთადერთი?

მე გული მტკივა თუ მანდილოსანს
ღიმილით ჩუქნიან ხელოვნურ ყვავილს,
იცით ეს ყალბია და უსულგულო,
წააგავს სხეულის ბიწიერ წადილს.

როცა გრძნობაა და სიყვარული,
როცა ვნებაა ცად-ფრთაშესხმული,
ზურგსუკან იმალება მინდვრის თაიგული,
მთრთოლავ გულებთან შეხამებული.


შენ და მარტი

კვლავ გიჟურად აშრიალდა მარტი
ალბათ ხვდები, რაღაც უნდა გთხოვო,
ვერ აგიხსნი რატომ შემიყვარდი
ვერ გავუძლებ, მარტო რომ დამტოვო

შორიდან ვგრძნობ შენს ნისლიან მზერას,
სადღაც ახლოს შენი სუნი მეცა,
უკვე ვისმენ შენი გულის ძგერას
წამი ისევ საუკუნედ მექცა.

დაგიკოცნი მოციმციმე თვალებს
უნებურად თუ გავბედავ კოცნას,
დრო და დრო თუ ეჭვები მაწვალებს,
შენ თვალებმა კვლავ იმედი მომცა,

გამიღვიძა გულში ბრძოლის ჟინი
ის მიმქრალი ცეცხლი გამიღვივა,
მეც მარტივით ამირია ტვინი
შენ და მარტი ერთად მათბობთ მცივანს.


სევდისფერ ზეცაზე ნისლმა ჩამოთოვა….

სევდისფერ ზეცაზე ნისლმა ჩამოთოვა
ღრუბელი უსაღვრო დარდებმა მოიცვა
შენი გაღიმება ისე მენატრება
თვალებმა სიშორე ცრემლებად მოისხა

სიცივით ატუზულა ოცნება კიბეზე
მთვარე დავიწყებულ ფიქრებს ეფერება
ჩემო ანგელოზო ისე მომინდი
ამ თვალებს გადაღლილს, შენითღა ეშველება

არ იცი როგორი ცუდია ლოდინი
და თუ ლოდინმა დაკარგა ფასი
მერე ძნელია ძალზე ძლიერ მოგენატრება
არის რაიმე ?სამყაროში ამ გრძდნობის მსგავსი.

მე როცა ისევ შემომიტევს ეს თბილი გრძნობა
და კამარაზე თეთრი ღამე სარეცელს გაშლის
შენ გაგიხსენებ ჩემო ტკბილზე ტკბილო ოცნება
და შენ ბაგეებზე სიყვარულის ფიალას დავცლი


წამ(ებ)ი წვეთავს

რითმებს დავეძებ წელშიმოხრილ ბერიკაცივით,
მინდა ცხოვრება ლექსის სტროფად კვლავ ავამღერო,
მაგრამ ფიქრები სადღაც მიდის არაკაცივით
და შეშლილივით ვათამაშებ კალამთა ღეროს.

ვცდილობ სიხშირეს მოვუმატო თვალის დახუჭვის,
რომ წამიერი გაელვება წარსულზე ფიქრის
წუთებად იქცეს, მოგონებამ კვლავ შემაწუხოს
და დავასრულო დაწყებული სტროფების კვალი.

მახსოვს ბავშვობა, უდარდელი აზრების კონა,
ფიქრები მხოლოდ არსებულზე და სანატრელზე,
ახლა კი დავრჩი უსუსური ფანდების მონა
და გადავყურებ საკუთარ თავს მორბენალს ველზე.


გთხოვთ, გამაჩერეთ!

გთხოვთ, ქალბატონო, მომაწოდეთ ჩემი დღიური,
არა, ეგ არა… ოდნავ მარცხნივ და ცოტა ზემოთ..
დამტვერილია.? ალბათ, თაროს ათოვდა მტვერი,
მე მაპატიეთ, დაისვარეთ.. მანდ არა, ქვემოთ…
იცით, რამდენჯერ მიომია მე ამ დღიურში.?
რამდენჯერ სახე დავუკუჭე სულ ფურცელ-ფურცელ,
მაგრამ რა ვუყო.. ვერ ველევი, ვერ დავაბერე,
თუმცა კი ყდაზე წავაწერე: „Block for all Users.!”
თუ გნებავთ დარჩით, მოუსმინეთ ამ მელოდიას,
მე წაგიკითხავთ.. წაგიკითხავთ.. კი.. წაგიკითხავთ…
არა, ეს არა.. სიძველისგან სულ გადაშლილა..
აი, ეს იყოს.. მოუსმინეთ, არაფერს გკითხავთ…
გესმით მისი ხმა.? ოღონდ მასე გთხოვთ ნუ მიყურებთ..
აღარ იღიმით.. მხოლოდ მორცხვად არხევთ ბაგეებს..
გესმით მისი ხმა.? ეგ თვალები ჩუმად მღერიან..
არ მითხრათ… ტირით.? რას უყურებთ.? სად.? კარებებს.?
გთხოვთ, ქალბატონო.. დასველდებით.. ნუღარ ქვითინებთ,
მდიდრულ მაკიაჟს გაიფუჭებთ.. ჯობს გადავფურცლო..
ასეთი რა ვთქვი.? მე უბრალოდ გადავიკითხე..
თქვენ გამაჩერეთ..წავიკითხო.? თუ, კიდევ ვფურცლო.?


თბილი ფერები

მე ეს ცხოვრება ცრემლებისთვის არ მემეტება,
რომ ჩამომრეცხოს და დამატყოს სველი ღარები,
რომ დამაბეროს, რომ ბავშვობა მექცეს წარსულად
და აწმყოსა და წარსულს შორის ჩადგეს კარები.

მე სიცოცხლეში მინდა მხოლოდ თბილი ფერება,
თბილი ხელები, რომ გალობა შემაძლებინოს,
რომ მომავალმა არ იჩქაროს წამის ბერება,
საათის ისრებს ჩუმი ფეთქვა შეაწყვეტინოს.

მე მონატრებად მინდა მექცეს ბედნიერება,
და სევდად მხოლოდ მონატრება ბედნიერების,
რომ ეს ბავშვობა უბერებლად იქცეს ერებად,
შვილთაშვილებმა არ დაჰკარგონ წესი ფერების.

წლები კი გადის და იცვლება ჩვენი ფერებიც,
სითეთრე ჩუმად ჩამოგვათოვს ერთფეროვნებას
და სანატრელი გაგვიხდება სურნელი წვიმის,
როცა ბავშვობას ჩაგვიხატავს დიდ-ფეროვნება.

მე მხოლოდ თბილი ბუდე მინდა, თუნდაც ჩხირების,
არც მოქარგული, არც ნალესი ძვირფასი ქვებით,
და მხოლოდ ჩემი ჩიორა და მისი ბარტყები,
თბილი თვალებით, ნამთვრალევნი თბილი ფერებით.


თუთის კენწეროდან

ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ვიცი ტუჩებიდან ამბორს ამათლიან,
ქალაქს წვიმაში რომ მხრებზე ეცემოდა.

ღრუბლის აივანზე სხივის გამოფენას,
ჩრდილებჩამოწელილ კედლის ავარიას,
მზისკენ დედამიწის ყოველ გამოფრენას
წარსულუქონელი აწმყო აბარია.

ხვრეტდა ხელისგულებს ცერით ბალერინა,
ღამის სიგარეტი მალე იწეოდა
და მე ვიხსენებდი, შენი მანერიდან
ქალის სიფაქიზე როგორ იქცეოდა.

ქარმა გაიტაცა ხიდან საქანელა,
ჩვენი ბავშვობიდან აწმყოს ვიფერადებ.
მახსოვს ერთი სახლის ქუჩის დაქანება,
სადაც საქორწინო კაბას გიკერავდნენ.

ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ახლა ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
ქალაქს ხალისით რომ თვალში ეცემოდა.


მე შენი მგონე

მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო,
ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო,
მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბსა მიჯნურსა მაქვს სავალალო.

ჰხამს, შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა, თავი ჭირს აროს,
შენნი უწყალო ჰინდ-ლაშქარნი გარ-შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს!
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!

როს მოგიხილე, მყის შევიქენ თავისა მტერი!
რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?!
ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის, ყმაა თუ ბერი!
რა გიამების, არვინ იცის, ვსცან ვერა ვერი!
დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთე დაუთვალალო!

ძნელი ყოფილა, დამაშვრალსა შეხვდეს წყურვილი,
მზისა სიცხოვლე მირასჭირდეს, შექმნას ურვილი!
ვა ჩემსა ბედსა! იცი მე ვარ სულ-მიწურვილი;
მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი?
ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!

მე შენმა თვალმა გარდამბირა, როს გნახე მთვარე;
შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე;
შენის ბაგისა ორნი მეცნეს: ტკბილი და მწარე;
ორ-კეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე!
შენი ბესიკი რად დამაგდენ, შეუბრალალო!


მონატრების ლანდები…

მოდი უხმოდ მოვკლათ დარდი
ფიქრებს მივართვათ ჩვენ ვარდი
სიყვარულის ჟრუანტელს გავდი
ისევ გულში ჩამივარდი
ნეტავ ისევ მოვა დარი
თუ ისევ სევდა და ქარი
დაგლილი თვალების ალი
და ისევ უგონოდ მთვრალი
მოლანდებას თუ მოკარი თვალი
ალბათ ისევ დაკარგე თავი
სიმართლე გაიფანტა კარში
უაზრო სიტყვების სმაში
და თუ დაგხვდება გზაში
თვალით მიგახვედრებს წამში
და თუ ვერ იგრძნობ ამას შენ
სიყვარულს ალბათ ქარს გავატან მე…


სიყვარულს გიძღვნი

ქარი ალერსში გამხვევს უთუოდ,
ფიქრებს მომტაცებს ალბათ უამრავს,
მე იმ სიყვარულს გაჩუქებ ახლა
რომელიც ალბათ არვის უნახავს..
სიო ჩურჩულით შენს სახელს მეტყვის,
დაუმონებელს,ველურს..უმართავს..
მე იმ სიყვარულს,მე იმ გულს გიძღვნი,
რომელიც გაგხდის ცრემლის უნახავს..



« 1 2 3 4 5 6 »