წვიმიანი ღამე

თუ შენ სარკმელთან დაინახო წვიმის წვეთები
წვიმად მოვედი შენს ფანჯარას დავეწვეთები
წვიმიან ღამეს შენზე ფიქრში დავეხეტები
წვიმად ვიქეცი შენს ხელის გულს დავეწვეთები
შენს ხელის გულზე მინდა გავშრე შენთან დავრჩები
შენთან დავრჩები არასოდეს არ დაგშორდები
თუ ჩემი ნახვა მოისურვო სარკმელთან მიდი
წვიმად მოვედი წვიმა ვარ და წვიმად დავრჩები


გვიანია

ისევ უნდობ ლანდებს შევალიე წლები,
ვიცი, უნდა მწამდეს, მაგრამ ვეღარ ვთვრები,
ახლა აღარც გგლოვობ, აღარც მიცემს გული,
ვეღარაფერს ვიგრძნობ მე სულ დადაგული.
ოცნებებში გხვევდი, შენს ნაკლებს ვფარავდი
სიყვარული ჩემში ყოფილა მარადი.
გულში ვიჭრებოდი, ისე აღარ ვიწვი.
დასახმარებლად მე ხელს არასდროს ვიწვდი.
უთქმელობამ ნუთუ კვლავ დაადნო სული?
ნეტავ რატომ ხდება? სულ ვმოქმედებ გულით.
შენგან ველი პასუხს, შენ ხელისგან კრული,
რატომა ხარ ჩემთვის კარგი, სხვისთვის _ ცუდი?
უთქმელობამ თმებში გამიჩინა თეთრი,
მაშინ რად არ იყავ ჩემთან?
მაშინ ვის უძღვნიდი სითბოს?
როს გნატრობდი გვერდით.
უთქმელობამ გამწირა, ვეკედლები ოცნებებს,
რაღად მინდა სიცოცხლე? დაე, ახლავ მოვკვდე მე.
და ერთ დღესაც:
მიატოვე ყველა, ახლა პასუხს ელი.
ახლა შენ გჭირდება განათება ბნელის.
ახლა შენშიც არის უნუგეშო სევდა.
ახლა ჩემ მაგივრად დატანჯული შენ ხარ.
ჭაღარა მაქვს თმებში, დაღალული სახე.
რაც მინდოდა ვერ ვთქვი, გუშინ სიზმრად გნახე.
ჩემ თვალწინ შენ ცრემლს ღვრი, დაივიწყე ღირსება,
ერთ დროს ღიმილიანი თვალნი ცრემლით ივსება.
სინანულით ტკივილი ყელში ისე წაგიჭერს
სიბნელეში ეშვები, ვეღარავინ დაგიჭერს.
დავწვი ყველა მიზანი, დავწვი ყველა ოცნება.
ჩემში მარადიული გრძნობა ვხვდები მოცვთება.
უცებ მომეახლე და მეალერსე ავადმყოფს.
ფიქრობ:”უკანასკნელად იმ სიყვარულს გამანდობს.”
კვლავ უთქმელად გშორდები, კვლავ გრძნობის ვარ მტვირთველი.
დავინახე მესაფლავე ჩემ სახელის მტვიფრელი.


“ფიქრებში ჩუმად”

ზამთრის ცივ სუსხიან ღამეს,
მომენატრები როგორც არასდროს,
ჩუმად გინატრებ ამ ღამეს მარტოს,
რომ ჩემი გული ნაზად მოგანდო.
ღამე პირქუში და ულმობელი,
ფიქრებს გაფანტავს და შენც გაქრები,
მომელანდები ალბათ კვლავ დილით,
ისევ სიზმრებში გამეფებული.
გამეღვიძება პირზე ღიმილით
და ისევ-ისევ დავიწყებ მე ფიქრს,
შენ კი არ ჩანხარ ან გამოჩნდები?
და ისევ სევდით ავივსებ თვალებს.
დაღამდა ისევ ზამთრის ცივ ღამეს,
მომელანდები ალბათ ამაღამ
და ისევ ორნი ფიქრებში ჩუმად
გავირინდებით ალბათ ლამაზად…


მე შენ დაგკარგე, გიბრუნებ მევე

ამ წამს დაგკარგე, და აღარ მოხვალ.
ვეღარ გამითბობ გაყინულ ხელებს.
რაღა აზრი აქვს უაზრო მოთქმას,
და ლოდინს ახლა, 100 წლის მერეც.

ამ წამს დაგკარგე, არ დაბრუნდები.
ახლა ვხვდები, რომ ვარ გრძნობის მსხვერპლი.
უშენოდ გზას მე ვერ გავუდგები
და იმას გეტყვი, რაც დღემდე ვერ ვთქვი.

მიყვარხარ. რაა ეს სიტყვა ახლა.
მიყვარხარ. გიდებ დაურღვევ აღთქმას.
მიყვარხარ. ვერ ასწრებ შენ ამის აღქმას.
მიყვარხარ. ყველა გრძნობებზე მართლად.

მიყვარხარ მე შენ თავდავიწყებით.
გრძნობით ვმთავრდებით, გრძნობით ვიწყებით.
მიყვარხარ მე შენ, თუნდ ზღვის ფსკერამდე,
ჩემთან იყავი გულის ძგერამდე.

მიყვარხარ რაა ამ გრძნობის ფასი.
შენა ხარ წმინდა ღრუბელის მსგავსი.
მიყვარხარ გვლოცავს ანგელოზთ დასი.
მოდი მოვაშთოთ ჩვენ ყველა ნავსი.

მიყვარხარ, გქვია შენ გრძნობის მეფე.
მე შენ დაგკარგე, გიბრუნებ მევე.


ვარდო სასურო

ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!
სულით ქებულო, შეგნებულო, სადა გყავს დარი?
ჩემს სხვა ცემული, გულმოკლული, შორს განიგარი!
ტანო ალვაო, მატს ხალვაო, მაქვს სანუკვარი,
სევდა და სენი, მომიხსენი რა საუბარი.
მე სხივცემული, გულმოწყლული, შორს განიგარი!

სასური მზისა, სინაზისა, შემესმა ხმანი,
მე მსურდა თავათ, გავხდი ავათ, უწყალო ყრმანი,
ვარ მისთვის ხელი, მომნახველი ვარ ჟამიანი.
ტრფიალსა გულსა, სულწასულსა, ბედი და თქმანი,
ვერ ვპოვე მახე, ჩემი დღენი არს შესაზარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

ვიხილე სახე, ვივახვახე მისთვის ხელია,
თმა სათ-გიშერი, მშვენიერი მინა ყელია,
ორნი ობოლნი, ნაზად მწოლნი, ბროლის ველია,
მან მიდო შური, დასაბკური ცრემლი ცხელია.
სევდის ჟამი ვსვი, გულ დავისვი ეკალთა ნარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

მინახამს წელი ჩემთვის მწველი მარად ჟამსადა,
არა მაქვს ცნობა უშენობა მე ერთ წამსადა,
მთიებს რა იღებ, სულს გავიღებ შენთვის ქრთამსადა.
მელნის ტბა იშრობს, არ შეიშრობს თვალთა ნამსადა,
მახეს აწვები, მაქვს ღაწვები ცრემლით ნაღარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

ბესარიონ ვსთქვი, ვერ გამოვსთქვი მნათობის ქება,
მედება ალი, გულსა ბრჭალი, არა მაქვს შვება,
ასე უარი, მატყუარი, არ დამრთო ნება.
წამ-წამ მახვილი, გარს სახმილი მისთვის მედება,
მოყვარე, მტერნო, გბრალდეთ ერნო, მაქვს საჩივარი!
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!


სიკვდილთან ეჭვიანობა

შენ ზეცის თავს ზევით _
მზის გულში თავსდები
და ვარსკვლავავსებულ
ორბიტას გარს უვლი.

დანარჩენი სრულიადში


მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსა

მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა!
მე განგიცხადებ დანამალებსა!
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა,
ხელი რად მიჰყავ ძნელსა ვალებსა?
რად მიჰყევ სხვათა ჭკუა-მთვრალებსა,
ნებით მოშორდი მისათვალებსა?
არ შეგიბრალებ შეუბრალებსა,
თუმცა უყვარდი მისსა თვალებსა!
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა?


დანარჩენი სრულიადში


ღამის ფიქრები

ღამე მივყვები მე მტკვრის ნაპირებს,
შენზე ფიქრებმა გამინაპირეს,
ნეტავ ახლა თუ წვიმას აპირებს,
თავს ვერ ვანებებ გულის ნადირებს.

გულის ნადირი, პატარა გოგო,
პატარა თათით რომ შეგეხება,
მოგთაფლავს მოგგვრის თვალებით სითბოს,
თუ გადავურჩი მე მისსა სიტკბოს.


ხსოვნას…

მოვდიოდი. ვიცოდი, რომ შეგხვდებოდი.
გაგიჟებით მოვანგრევდი ტალღებს.
არ მეგონა, ასე მწარედ შევცდებოდი.
არ მეგონა, ავიტანდი ამდენს.

მოვდიოდი. შემოვცვითე ქვეყნად გზანი.
დარდიანი თალებს ცრემლით ვირეცხავდი.
საყვარელო, მე ამ წუთას შეგიცანი,
ახლა უფრო ძვირფასი ხარ ვიდრე მყავდი.

მაპატიე, სანატრელო, ყველაფერი,
მაპატიე, ცრემლიანი ღამეები.
რაღას ველი? რაღა მინდა? არაფერი.
თვალწინ მიდგას შენი წმინდა ბაგეები.

დანარჩენი სრულიადში


თოვლიანი ფიქრები

თოვლიან ქუჩებში დავდივარ მარტო
შენზე ფიქრები გონებას ართობს,
ქუჩის ბილიკებს მივყვები მარტო
შენზე ფიქრები გონებას ათრობს…

თოვლის პაწია თეთრი ფიფქები
ციდან ეშვება ზეცის შვილები,
თეთრდება ბუნება, ნათდება გონება
მიჩნდება სურვილი შენი კოცნისა…

მინდა ჩაგიკრა გულში ძლიერად
რომ არ შეგეხოს ზამთრის ციება,
რომ შენ გაგათბოს ჩემმა ხელებმა
რომ შენ გაგათბოს ჩემმა სიტყვებმა…



« 1 2 3 4 5 6 »