მოვდიოდი. ვიცოდი, რომ შეგხვდებოდი.
გაგიჟებით მოვანგრევდი ტალღებს.
არ მეგონა, ასე მწარედ შევცდებოდი.
არ მეგონა, ავიტანდი ამდენს.

მოვდიოდი. შემოვცვითე ქვეყნად გზანი.
დარდიანი თალებს ცრემლით ვირეცხავდი.
საყვარელო, მე ამ წუთას შეგიცანი,
ახლა უფრო ძვირფასი ხარ ვიდრე მყავდი.

მაპატიე, სანატრელო, ყველაფერი,
მაპატიე, ცრემლიანი ღამეები.
რაღას ველი? რაღა მინდა? არაფერი.
თვალწინ მიდგას შენი წმინდა ბაგეები.

მოვედი და ნაცნობ ადგილს გელოდები.
გელოდები, გაილია საათები.
ახლა ვხვდები, საკუთარ თავს ვეცოდები.
ნახვის გარდა აღარ მინდა არაფერი.

ნაცნობ ადგილს არ მოდიხარ,
მივაშურე შენს სახლს,
უშენობით გულს მოვყინავ
და სიმართლე შემძრავს.

თურმე აღარ არსებობ და
სიკვდილის ხარ მკლავებში,
აწი რაღა მასულდგმულებს?
მწყურს გიყურო თვალებში.

უნუგეშო ღამეები შენს საწოლზე დავათენე.
გვემილმა და ნაგოდებმა ეს ცხოვრება გავაგრძელე.
უშენობა მათოვს, მაწვიმს, თმებზე თეთრი შემერია.
ჩემი გული დღემდე გელის, ტკბილ ბაგეს ვერ შელევია.

უშენობით ობოლი ვარ, უშენობით დაზაფრული.
ვეღარ ვამჩნევ, როგორ მოდის, როგორ მიდის გაზაფხული.
შენს ფიქრებთან ერთად ვწვები, ჩემს ოცნებებს არ აქვს ზღვარი,
ფანტაზია გავაცოცხლე. ახლა მქვია ცოცხალ-მკვდარი.


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია