ზამთარი

წეღან ჩადგა ქარი,
არ მეცნო ეს ქალი.
ზეცა გადალახე
და ვერ დამინახე.

მომე იის კონა,
განა ერთი ტონა;
მე ხომ ცოტა გთხოვე,
ისიც ვერ იპოვე…

გინდა, გითხრა რატომ?!
მარტში ცოცხლობს მარტო,
შენს გულში კი არი
სულ მკაცრი ზამთარი…


უბრალოდ დრო ყეფს

ფურცლების დროში თუ ჩაიქცა ზოგჯერ მელანი,
დროდადრო ცრემლმა თუ დაატყო სისველე ლოყებს,
თუ შენმა მზერამ გაიტაცა ფიქრის მერანი
გულს ნუ დაკუჭავ უსისხლობით, უბრალოდ დრო ყეფს!

ასეა, როცა მოშივდება გრძნობებს წანწალით,
გონება როცა გადახლართავს აზრების თოკებს,
როცა სულ უცხო მოგადგება სევდის სახლ-კარით,
სულს ნუ დათრგუნავ უწმინდობით, უბრალოდ დრო ყეფს!

მერე რა მოხდა, თუ ცხოვრებას მოედო ხავსი,
დროდადრო მზემაც თუ დაატყო სიმშრალე ფორებს,
გთხოვ, გადაივლე ბედნიერი გრძნობების თასი
და გული იგრძნობს რომ უბრალოდ… უბრალოდ დრო ყეფს!


უძილობა რომ მათრობ

აი ისევ დამათვრე და მუზებიც აღმართე

მერე გული მატკინე ყველაფერი დამარხე

საფლავის ქვას არ ეზებ თუნდაც თოვლი დამეცეს

ოღონდ ნუ მიმატოვებ და არასდროს დავთვრები

ჭიკით ხელში გავსძახი სიყვარულის ხანძარით

მე შენ გლოცავ სიტყვებით და არ ვიბრძვი რითმებით

მე შენ მოგიხსენიებ როგორც მუზებს რითმები

არა ნუ მიმატოვებ მე უშენოდ ვიქნები ?

ყველა რითმა თანა მაქვს რომ დაგათრო ხანდახან

მერე როცა ფხიზლდები ბრაზდები და იღლები

არა მე შენ მიყურებ როგორც მთვრალი ლოთები

არასდროს არ მაფასებ მხოლოდ როცა დათვრები

გაზაფხულიც დადგება თოვლი აღარ გაჩდება

აი ნახე შეხედე თუ არ ვარ ნამთვრალები

არა მართლა შეხედე როგორ დავიარები

შენ ნაკვალებს მოვყვები ბანცალ ბანცლა ბორგვებით

სიგარეტი ხელში მაქვს და მის კვამლში ვიხვევი

მისი კვამლი ხელთა მაქვს და ფიქრებში ვიჭრები

ღამით რა დამაძინებს როცა შენ მახსენდები

და მერე ისევ ვდგები და სიგარეტს ვეხვევი

მერე უცებ თენდება კვამლიც სადგაც ჩერდება

მუზაც გარბის ბეზრდება ყველაფრით რომ სველდება

მაგრამ მაინც უყვარვარ და არ მტოვებს რა გინდა

ბევრს ვეწევი ძალიან დღეში კოლოფ ნახევარს

ღამ-ღამობით მახველებს უძილობაც დამჩემდა

მაგრამ შენთვის ლამაზო ვინღა ჩივის დამათროს

ოღონდ შენ ნუ დამტოვებ და ვიცხოვრებ ამაოდ


აფხაზეთი
სიკვდილს უხმობდა სიკვდილი, 
შხამი აწებდა ენასა, 
იფერფლებოდა სოხუმი, 
წყევლიდა ბედისწერასა. 
ცეცხლი ეკიდა ტანზედა 
ვაჟკაცებს ლომის ფერასა, 
ცრემლით ტოვებდნენ დედანი 
თავის ნაფერებ კერასა, 
ტალღას მოჰქონდა აკვანი, 
ბავშვი ითხოვდა შველასა, 
ვინ გაუძლებდა,რომელი 
ამდენ სისხლის დენასა... 
ასაოხრებლად რჩებოდა, 
არწივის ბუდე ძერასა.

სიყვარული
შენ – 
სისხლო ჩემო – 
სად არ დაღვრილო… 
შენ – 
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი. 
ვინ გაგაკვირვოს, 
რამ გაგაკვირვოს, - 
ნადიდგორალი, 
ნაშამქორალი. შენ – 
სისხლო ჩემო – 
სისხლო ხნიერო, 
დაუცხრომელო და უცანაურო… 
საბედნიეროდ, 
საბედნიეროდ, - 
ჰაი, ჰაი, რომ 
კიდევ ხმაურობ

სიყვარული
ის კი უკუნეთ ღამეში 
ისევ განთიადს ელოდა, 
მკერდს ადგა ცოტნეს ნათელი, 
რწმენის გვირგვინი შვენოდა. 
არა ქრებოდა იმედი, 
არ კნინდებოდა ქველოდა, 
თუმც სხვაზე კარგად იცოდა 
მგლის მგლობა, 
გველის გველობა. 
...და როცა შანთიდ აწამეს, - 
მშვიდი და გაუტეხელი, 
გედის სიმღერეს მღეროდა.

ჩემი აფხაზეთი...
ფხაზეთის მიწას გრძნობდე, 
გრძნობდე ტკივილს საიმისოს,- 
და შინ დაბრუნების გრძნობამ 
უკვე უნდა გაიღვიძოს, 
უნდა ამოძრავდეს სისხლი, 
მიწამ უნდა დაიყივლოს, 
დაირწიოს კვლავ აკვანი 
ისევ იქ და ისევ იმ დროს- 
ძმამ ძმა ისევ უნდა იძმოს! 
ჭექა უნდა იყოს ზეცით, 
გავაღვიძოთ სიყვარული, 
რაც ძმებმა ძმებს გადავეცით. 
კვლავ დავანთებთ რქებზე სანთელს, 
გავახარებთ დედას გუთნის, 
იქ მოვხნავთ და იქ მოვიმკით, 
ვის, როგორ და სად გვეკუთვნის. 
აფხაზეთის მიწას გრძნობდე, 
გრძნობდე ტკივილს საიმისოს 
და შინ დაბრუნების გრძნობამ 
უკვე უნდა გაიღვიძოს

სიყვარული
მე შენზე ფიქრი მომეძალა როგორც არასდროს, 
თურმე მახსოვხარ დავიწყება იყო ამაო, 
რატომ არის რომ მახსენდები ყოველ საღამოს 
და მენატრები ეხლა ისე როგორც არასდროს....

სიყვარულის მსხვერპლი
"სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია, 
სიყვარულისთვის არ არსებობს წონა,ასაკი 
გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი 
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყი........

თუ შეგიძლია შეყვარება,ბედნიერი ხარ, 
რადგან ამ ქვეყნად უნიჭოებიც იბადებიან. 
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას 
და სიყვარული არ იციან ისე კვდებიან......"


ხატთან ანთია ორი სანთელი
ხატთან ანთია სანთელი ორი, 
ორივ პაწია და თანასწორი, 
სულის მეოხად შენი ერთასი... 
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში, 
წმინდა სამთავროს... 
ალვის სადარო, 
დახრილი წამით, 
მოყრილი მუხლით ხატის წინ შვენი... 
შენ ამბობ: 
- იყავნ ნებაი შენი! 
მე ვამბობ: 
- ამინ! 
და... შემოხეთქა ქარმა კარები, 
მიმოგირხია ვერცხლის კავები... 
ჩაქრა სანთელი, შემოუბერა 
და თან წარიღო „მოვედ სუფევა"... 
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში, 
ტაძრად სამთავროს... 
შენ კი სადა ხარ, ალვის სადარო?


« 1 2 3 4 5 6