« ინდივიდუალური სიყვარული
შენ ერთ ინდივიდს განაცვალე.
სულში არსებული სინანული
ბევრ სიბილწეში გადავცვალე.

აღვირახსნილი ვნებები
მივუშვი თავის ნებებზე.
ხანდახან ვატყობ მნებდები,
მიყურებ თავიდან ტერფებზე.

თვალებით გიპყრობ, გაგიჯებ,
ჩაცმულიც გიზიდავ ვატყობ.
ყველა ოცნებას აგიხდენ,
მაგ ტუჩებს ჩემით ვატკბობ.

უბიწოებას ვაშიშვლებ,
და მერე ისევ ვაცმევ.
ერთადერთი ხარ გამიგებ,
თავისუფლებას ვაღწევ.

ეს გულუბრყვილო სიშიშვლე,
თავს გაგრძნობინებს კაცად,
სითამამისკენ მიბიძგებ,
ჯერ არ ვაპირებ წასვლას.

მაგრად ჩამიკრავ მაგ გულში,
მომამწყვდევ ძლიერ მკლავებში.
თბილ სიტყვებს მეტყვი მე ყურში,
ამირჩევ სულ სხვა ქალებში.

ვნებადაგროვილ სხეულში
მოვძებნე თავშესაფარი.
მაგრამ ჩემს სულში, სნეულში
სიწმინდე არსად არ არის!

უცებ, განათდა სამყარო,
და ამიმხედრდნენ გრძნობები,
ნუთუ ასეთი საბრალო
უსიყვარულოდ მოვკვდები?

ვნებით ჩამქრალი სინანულს
ამ გულში ვეღარ ვერევი.
უძლური ვხდები სიყვარულს
ვერასდროს ვერ შევეხები.

მე ხომ ყველაზე ბილწი ვარ,
მე ხომ ვნებები მიმონებს,
ახლა ქუჩაში მივდივარ,
ვიცი, არავინ მიგონებს.

ახლა ღირსი ვარ ტალახის,
ახლა ცრემლები მწყურია.
სინანული ხომ აღარ ღირს
სიკვდილი საამურია. »

ასეთი არის ცხოვრება,
როცა გიყვარს და ვერ ხვდება.
სულ მუდამ გემახსოვრება
მისი მცირედი შეხებაც.

ასეთი არის ცხოვრება,
გაგამწარებს და გადაგრევს,
ბედნიერს ვიღაც გიყვარდა
და მერე ბნელში გაქანებს.

უარყოფილი გრძნობისგან
ვერ მოერია მის ვნებებს,
უგნური არშიყობისგან
მიწაში წევს, განისვენებს!


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია