ილუმინატორის მრგვალ ფანჯარაზე ცხვირი მივადე და ისე გავიხედე გარეთ... გულში მშვიდობით-თქო ვუთხარი დედა-სამშობლოს...
ცოტაც და ცხვირი წამოწია ბოინგმა... მერე ჰაერში შეაცურა ფრთები და ნელი ტაატით მიყვა ჰაერის დინებას...
ორ საათ ნახევარი, ცოტა გაიწელა...
ცნობისმოყვარეობა მძლევდა და ალბათ იმიტომ...
ერთმანეთის ზურგსუკან ჩამწკრივებულები ჩამოვლაგდით მოძრავ კიბეზე ... პირველი რაც თვალში მომხვდა, ის იყო რომ დიდი უშველებელი ასოებით ეწერა ქალაქის ძველი და ახალი სახელები აეროპორტის შენობის ერთ კედელზე...
როგორღაც გავართვი თავი საზღვრის გადალახვის პრობლემას და ექსკალატორზე ინკუპატორის წიწილებივით ჩამწკრივებულ ჩემოდნებში ნაცნობ ჩემოდანს დაუწყე ძებნა...
ძლივს გავათრიე შემოსასვლელში...
&მილიონიან ქალაქში ვიყავი და ერთადერთ ნაცნობს ვედძებდი ამდენ ხალხში... ერთმანეთს ეხვეოდნენ, ესალმებოდნენ და ეხმარებოდნენ ჩემოდნების ზიდვაში...
მე კი თავს უმოწყალოდ ვატრიალებდი აქეთ-იქეთ რომ ნაცნობი სილუეტი მეპოვა...
რაღაც მომენტში შიში ვიგძენი, ფეხები მომეკეცა და ჩემოდანზე ჩამოვჯექი...
ისიც მეძებდა თურმე...
მიპოვა ბოლოს.... გრძელი დარბაზის ბოლოში ვიპოვე ნაცნობი თვალები.... თვალები რომელსაც ყოველდღე სარკეში ვხედავდი... ხო ვხედავდი, მე ხომ მამისგან გამომყვა მწვანე, ოდნავმოწყენილჭრილიანი თვალები...
არასოდეს განმიცდია მსგავსი სიხარული, როცა ორი წლის მონატრებულს ვეკვროდი და სიხარულით მოვთქვამდი...
ეჰ... სულ ვიღაცა როგორ უნდა მენატრებოდეს...

 


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია