როგორც ყოველ საღამოს ანუკა თავის ძაღლს ასეირნებდა ქუჩაში როცა მას თავის საუკეთესო დაქალმა სალიმ დაურეკა და სთხოვა რომ შეხვედროდა, ანუკამ ძაღლი სახლში მიიყვანა, გამოიცვალა და წავიდა სალისთან შესახვედრდა.
ანუკა მივიდა სალისთან სახლში. სალი მარტო არ იყო ის ანუკას შეყვარებულთან გიოსთან ერთად იყო. ანუკას გაუკვირდა რადგან სალის და გიოს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ.
-გიო აქ რას აკეთებ? კითხა ანუკამ
-ანუკა ! მე და სალიმ რაღაც უნდა გითხრათ და ძალიან გთხოვ არ გეწყინის.
-რა მოხდა?!
სალიმ უთხრა - მე მივდივარ ლონდონში სასწავლებლად ჩემო მშობლები 2 წლით მიშვებენ
-უი რა ცუდია, უშენოდ მაგრა მოვიწყენ!! მაგრამ რა კავშირი აქ მაგას გიოსთან???
გიო თქვა - ანუკა მაპატიე ეს შენთვის უფრო ადრე უნდა მეთქა. მე და სალის ერთმანეთი ძაან გვიყვარს და ლონდონში მეც მივყვები
-ანუკას ცრემლები წამოუვიდა რადგან მას გიო ძალიან უყვარდა ის 10 წუთის განმავლობაში ხმას ვერ იღებდა მაგრამ მერე ადგა და წამოვიდა.
გზაში როცა ანუკა სახლში მიდიოდა მას თავისი ძმა და მისი ძმაკაცები შეხვდნენ. მათ როცა დაინახეს ანუკას აცრემლებული თვალები ჰკითხეს:
-რატო ტირიხარ? ვინმემ რამე ხო არ დაგიშავა? დახმარება ხო არ გჭჳრდება?
-არა ისეთი არაფერი უბრალოდ გიოს სალი ყვარებია.
გიო ანუკას ძმის ძმაკაცი იყო, სანდროს არასოდეს არ ეგონა რო გიოს სალი ოდესმე შეუყვარდებოდა რადგან ის სულ ამბობდა სალი ძალიან მახინჯი და სწერვა გოგოაო. სალი მართლაც მახინჯი იყო მას ქონდა შავი მოკლედ შეჭრილი თმები, დიდი კვეხიანი ცხვირი, შავი თვალები თანაც დაბალი იყო და თან მსუქანი. ანუკა კი ძალიან ლამაზი გოგო იყო მას ქონდა ქერა ხუჭუჭა თმები. ცისფერი დიდი თვალები და სახეზეც ძალიან ლამზი იყო. სანდრომ თავის დას უთხრა - ანუკა წადი სახლში და დაწყნარდი ნუ ინერვიულებ მაგას მე მივხედავო.ანუკა სანდროს ბევრ მეგობარს მოსწონდა ამიტომ ყველა წავიდა გიოსთან, უკვე ღამის 3 საათი იყო როცა სანდრო თავის ექვს მეგობართან ერთად გიოს დაადგა სახლში გიო მარტო უყი ბარგს ალაგებდა იმირომ რომ დილით უკვე ლონდონში მიფრინავდა სალისთან ერთად, მან კარი გააღო
-ვა სანდრო ამ შუაღამისას აქ რა გინდა?
-არც არაფერი იმის გარდა რომ ჩემს დას აწყენინე
-რა ვქნა მე სალი შემიყვარდა და ცოტა გვიან ვუთხარით ეს ამბავი ანუკას იმიტომ რომ რაც უფრო გვიან ვეტყოდით ასე გვეგონა რო ნაკლებად ინერვიულებდა. მე ხვალ მივდივარ სალისთან ერთად და გავქრები ანუკას ცხოვრებიდან და მალე დამივიწყებს მეც და სალისაც. ვინმე სხვა ბიჭს შეიყვარებს ბოლოსდაბოლოს რამდენ ბიჭს მოსწონს ანუკა რომელიმესთან ერთად კარგად იქნება
სანდროს გაეცინა და უთხრა ჩაიცვი და წამომყევიო
გიო მიხვდა რო რაღაც ცუდს უპირებდნენ მაგრამ მაინც ჩაიცვა და წაყვა ის ჩაჯდა სანდროს მანქანაში და თან სალის მისწერა მესიჯი რო თუ ვეღარასოდეს ვერ გნახაო იცოდე რომ ძალიან მიყვარხარო. სანდრომ გიო ვაკის პარკში შეიყვანა გიოს მხოლოდ თავისი დანის იმედი ქონდა რადგან ვერ მოასწრო რამე სხვა იარაღის წამოღება. სანდრომ და მისმა ძმაკაცებმა ამოიღეს თავისი იარაღები და დაუწყეს გიოს ცემა. გიო სიმწრისაგან უკვე ცრემლები მოსდიოდა ხვდებოდა რო შეიძლება ეს მისი სიცოცხლის ბოლო წუთებია მაგრამ მას მხოლოდ სალი ახსოვდა და ფიქრობდა იმას რო ვეღარასოდეს ვეღარ ნახავდა მას. გიო ძალიან მაგრა ცემეს და დააგდეს. მეორე დილით ანუკამ ჩართო ტელევიზორი და ხედავს რო გიო ძალიან ნაცემი იპოვეს მაგრამ ცოცხალი. ანუკამ იმ წამსვე რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა და წავიდა საავადმყოფოში. გიო სულ დაჭრილი იყო ყველაფერი რაც შეიძლებოდა მოტეხილი ქონდა და თან კომაში იყო. ანუკა მიუახლოვდა და აკოცა... გიო კომიდან გამოვიდა მაგრამ მას არაფერი ახსოვდა არც ის რო სალი უყვარდა არც ის რო ანუკას შეყვარებული იყო... მას საერთოდ არაფერი ახსოვდა.
გიომ ანუკას კითხა - ვინ ხარ?
-არ გახსოვარ ანუკა ვარ
-მაპატიე მაგრამ ეგეთი არავინ არ ვიცი და არც არასდრომ მინახიხარ.
ანუკამ ტირილი დაიწყო და სახლში წავიდა. ის მიხვდა რომ ამას თავისი ძმა იზავდა მარა დილით სანდრო სახლში არ დახვდა მან თავის დას წერილი დაუტოვა და უთხრა:
ანუკა,
ძალიან მიყვარხარ და გიო თუ მოკვდა დიდ ბოდიშს გიხდი მაგრამ თავისი ბრალი იყო ჩემ საყვარელ დაიკოს რო აწყენინა. მე დღეს იტალიაში მივდივარ და ერთ თვეში ჩამოვალ თუ რამე გინდა დედას ან მამას კითხე სად მიპოვო ოღონდ არ უთხრა რო გიოს სიკვდილში ვარ დამნაშავე. მალე ჩამოვალ.
სანდრო
ანუკამ დახია წერილი და გადააგდო ის სამი კვირა სახლიდან არ გამოსულა არაფერი არ უჭმანია თავის საყვარელ ძაღლსაც კი დედა ასეირნებდა ხოლმე. გიო კი სამი კვირის მერე გამოწერეს საავადმყოფოდან მაგრამ მას მაინც არაფერი ახსენდებოდა. იმ დღეს როცა გიო დაჭრეს სალი ლონდონში მარტო გაფრინდა და მისი ოჯახი უმალავდა სალის, რო გიო მშობლებმა აღარ გამოუშვესო მისი ძმა ცუდად გახდაო. გიო როცა გამოწერეს მისი მშობლები ცდილობდნენ რომ მისთვის რამე მაინც გაეხსენებინათ მაგრამ ის ყველაფერს როგორც ახლად მომხდარს ისე აღიქვამდა. ანუკაც მიდიოდს ხოლმე მის მოსანახლებლად ახსენებდა ძველ დროს იმ დღეს როცა ერთმანეთი გაიცნეს, იმ დღეს როცა გიომ სიყვარული აუხსნა მაგრამ არაფერი არ ახსენდებოდა... ანუკა დადიოდა დანაღვლიანებული მას სურვილიც არ ქონდა გარეთ გასვლის, სკოლაშიც იშვიათად დადიოდა, მეგობრებსაც იშვიათად ურეკავდა, გავიდა იმ საშინელი ღამიდან ერთი თვე და სანდრო დღეს უნდა ჩამოვიდეს. ანუკას ოჯახში დიდი ამბავია ყველა ემზადება სანდროს დასახვედრად მაგრამ მხოლოდ ანუკას სანდროს ჩამოსვლა არ უხარია. ჩამოვიდა სანდრო მას ანუკასთვის თვალის გასწორებისაც კი რცხვენოდა რადგან ეგონა რო გიო მკვდარია, მაგრამ რო ჩამოვიდა ანუკამ უთხრა
-გიო არ მომკვდარა უბრალოდ მას არავინ და არაფერი არ ახსოვსო. სანდრო კი ძალიან ბედნიერი იყო იმიტომ რომ გიო მისი საუკეთესო ძმაკაცი იყო და ძალიან ნანობდა იმ ღამეს მომხდარს.
ერთ საღამოს გიო უკვე წვებოდა და ლოგინთან იპოვა პატარა წერილი რომელშიც ეწერა რო ანუკას ის ძალიან უყვარდა და ის დაბადების დღეს ულოცავდა და მას გაახსენდა ის რომ ანუკა მისი შეყვარებული იყო, მას ყველაფერი გაახსენდა მხოლოდ იმ ღამის გარდა და ანუკას ღალატის გარდა. მას სალი აღარ ახსოვდა ისევე ახსოვდა როგორც ანუკას სწერვა და მახინჯი დაქალი რომელსაც ის ვერ იტანდა. მან ჩაიცვა ანუკას უყიდა ვარდები და მივიდა მასთან.
კარი სანდრომ გააღო
-სანდრო როგორ ხარ? ეს ერთი თველ ძალიან ცუდად ვიყავი აი ეხლაც ხელი მაქ მოტეხილი ვიღაცეებმა მცემეს ოღონდ არ მახსოვს ვინ... ანუკა სახლშია?
-სანდრო ძალიან გაკვირვებული იყო და თან გახარებული რო გიო ცოცხალია და არაფერი არ ახსოვს იმის გარდა რო მაგის საუკეთესო ძმაკაცია და სულ ერთად იყვნენ.
ანუკა გამოვიდა და ძალიან გაუკვირდა გიოს ნახვა და თან ყვავილებით ხელში
-ანუკა გამახსენდა რო შენ ჩემი შეყვარებული ხარ და ძალიან მიყვარხარ და მაპატიეს ეს ერთჳ თვე რო გაწვალებდი და ვერ გიხსენებდი
-ანუკამ კითხრა და სალი აღარ გიყვარს?
-გიოს ძალიან გაუკვირდა რო ოდესმე შეძლებდა სალის შეყვარებოდა და გაეცინა რა სისულელეა როგორ შეიძლება ბიჭმა ესეთ მახინჯს შეხედოსო
ანუკა ისეთი ბედნიერი იყო რო ვერ იჯერებდა ორი თვე რო გავიდა სალი ჩამოვიდა ოღჴნდ მარტო არა ის თავის შეყვარებულთან ერთად რომელიც ლონდონში გაიცნო, მასთან ერთად ჩამოვიდა სალის და მის შეყვარებულს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი მას გიო სულ აღარ ახსოვდა და არც ანუკა.
ერთ დღეს როცა ანუკა და გიო კაფეში იჯდნენ სალი და თავისი შეყვარებული შემოვიდნენ სალის ძალიან გაუხარდა ანუკას და გიოს ნახვა სალიმ უკვე ყველაფერი იცოდა ამიტომ არ გაკვირვებია რო გიომ ცუდი სახით შეხვდა როგორც იქამდე უყურებდა სანამ შეუყვარდებოდა.
სალი სკოლას დაუბრუნდა გიო სალის კლასელი იყო რადგან მათზე ერთი წლით პატარა იყო ანუკა. გიო და სალი 15 წლისანი იყვნენ ანუკა კი 14-ის. ორი წლის მერე სალი თავის შეყვარებულს ჯეიმს ცოლად გაყვა და ისი დაბრუნდნენ ლონდონში ამ დროს სალი უკვე ორსულად იყო. გიო და ანუკაც ბედნიერად ცხოვრობდნენ ისი ძალიან ლამაზები იყვნენ ერთად მაგრამ ჯერ არ აპირებდნენ დაქორწინებას იქამდე სანამ ანუკამ არ გამოაჩინა ის რომ ტყუპებზე იყი ორსულად მათ ლამაზი შვილები გაუჩნდათ ერთი გოგო და ერთი ბიჭი ანი და ვატო. მთელი ამ დროის მანძილზე მას არ ახსოვდა ის რომ მას სალი უყვარდა და რაც მთავარია ის ღამე როცა სასიკვდილოდ ცემეს იქამდე სანამ ერთ ღამეს სანდრო თავისი მანქანით მოდიოდა თავისი ძმაკაცის ქორწილიდან ნასვამი და ავტო ავარიაში მოყვა. ძალიან დაშავდა მას შინაგანი სისხლდენა ქონდა და ბოლო წუთებში გიოს უთხრა რომ მან ცემა იმ ღამეს და ისიც უთხრა რატო ცემა. გიო ძალიან გაბრაზდა რაგდან ამ ამბავს ამდენი ხნის განმავლობაში ანუკა უმალავდა და გაშორდა გიო წავიდა სალისთან და ყველაფერი უთხრა მაგრამ უკვე გვიანი იყო სალი ძალიან ბედნიერი იყო თავის ქმართან და შვილთან ერთად და გიო მისთვის მხოლოდ გართობა იყო და როცა გიო მოფრინავდა უკან თბილისსში თვითმფრინავი ჩამოვარდა და ყველა მგზავრი დაღუპა... მათ შორის გიოც......
ანუკა ძალიან ცუდად იყო ის ლოგინიდანაც კი ვერ დგებოდა რადგან მან ერთი კვირის განმავლობაშჳ თავისი საყვარელი ძმა და ქმარი დაკარგა არადა ანუკა ჯერ მხოლოდ 18 წლის იყო. მას 2 შვილი ყავდა და სულ მარტო იყო. ანუკა ძალიან ცუდად იყო და ფიქრობდა რა ექნა რო ეშველა თავისი თავისთვის და გატაწყვიტა რომ . . . . . .
ბავშვები დედამისს დაუტოვა და უთხრა ძალიან გთხოვ კარგად მოუარე, გიყვარდეს და არაფერი არ მოაკლოო დედას ძალიან გაუკვირდა მაგრამ ანუკას არაფერი არ უთხრა რადგან ის ძალიან ნერვიული იყო და ყველაფერზე ტირილს იწყებდა...
წავიდა ანუკა მარტო ზღვაზე იხსენებდა გიოსთან გატარებულ ყოველ წუთს და თან წინ და წინ მიაბიჯებდა... მიაბიჯებდა და მიაბიჯებდა მას მხოლოდ გიოსთან უნდოდა.. მეტი არავინ და არაფერი არ ადარდებდა და აი ანუკაც გიოსთან არის.

 


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია