ამანდა ავრორა ლუსილ დიუპონი, გათხოვების შემდეგ კი ბარონესა დიუდევანი, რომანებს ჟორჟ სანდის სახელით აქვეყნებდა. იგი თავისი დროის ყველაზე ცნობილი ქალი იყო, მე-19 საუკუნის მუზასა და სულს ეძახდნენ. სიცოცხლის ბოლომდე თავისუფალი სიყვარულის მომხრე იყო და მიაჩნდა, რომ თუ მამაკაცსა და ქალს ერთად ყოფნა სურთ, ბუნებას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიონ…
სანდი მწერლისა და პოეტის , ალფრედ დე მიუსესა და კომპოზიტორ ფრედერიკ შოპენის მუზა იყო. ვენეციაში ყოფნისას ჟორჟ სანდს მიუსე უნაზეს ლექსებს უძღვნიდა, კუნძულ მალიორკაზე კი მას ბალადებსა და პრელუდიებს შოპენი უწერდა. ჟორჟ სანდი შოპენის თაყვანისმცემლებისათვის ძალზე წინააღმდეგობრივი ფიგურაა. დღემდე დავობენ იმის თაობაზე, სანდი შოპენისთვის ვამპირი იყო თუ მფარველი ანგელოზი.
ჟორჟ სანდი სიცოცხლეშივე იქცა ეგენდად. ქმარი მიატოვა და პარიზში გადასახლდა იმისათვის, რომ იქაურ ლიტერატურულ ცხოვრებაში ჩართულიყო და რომანები ეწერა. ტიტანური ენერგია ჰქონდა. ”მინდა ცხოვებაში საკუთარი გზა ვიპოვო ისე, რომ როგორც ამას მამაკაცები აკეთებენ-განაცხადა მან, -მსურს თვითონ გავაკეთო არჩევანი, როდესაც ყვავიელბი მომინდება, მათ დასაკრეფად ჩემი ფეხით ალპებში მივდივარ.
ავრორა
სანდის წინაპრებს შორის არისტოკრატებიც იყვნენ და მსახიობებიც. ამბობენ , რომ სწორედ ასეთი ურთიერთობის შემდეგ დაიბადა ჟორჟ სანდი. ავრორას დედას ცეკვა უყვარდა, მამა კი ვიოლინოზე უკრავდა. გოგონა პარიზში მშობლების დაქორწინებიდან 1თვეში დაიბადა. ამის გამო ბებია არ ცნობდა. შვილიშვილი მხოლოდ 4 წლის შემდეგ აღიარა. ავრორა გაუგონარი, ცელქი და სხარტი გოგონა იყო, სილამაზით არ გამოირჩეოდა. 18 წლისა ცოლად გაყვა ბარონ კაზიმირ დიუდევანს, რომელიც პოლკოვნიკის უკანონო შვილი შვილი გახლდათ. მათ 2 შვილი შეეძინათ-გოგონა და ვაჟი. დიასახლისობა ავრორას მოწოდება სულაც არ აღმოჩნდა. მეუღლის დაუკითხავად ლიტერატორებთან დადიოდა სტუმრად. ერთხელაც გადაწყვიტა სახლიდან წასულიყო, შვილები წაიყვანა და პარიზში დასახლდა.
პარიზში
იმ პერიოდში ავრორა თარგმანებსაც აკეთებდა და რომანებსაც წერდა. ძვირადღირებული ქალური სამოსის შეძენა არ შეეძლო, ამიტომ მამაკაცის კოსტიუმი ჩაიცვა. იგი ძალზე მოსახერხებელი იყო და თვლიდა, რომ უხდებოდა კიდეც. ეს ახალგაზრდა ქალი პრიზის ქუჩებში შარვლით,გრძელი პალტოთი, შლაპითა და ჩექმებით დასეირნობდა და თავისუფლებით ტკბებოდა.
პარიზში პირველი რომანი ჟიულ სანდოსთან ჰქონდა. ფსევდონიმი მისი გვარის მიხედვით აირჩია. თხელი, ქერა, არისტოკრატული გარეგნობის სანდო 7 წლით უმცროსი იყო.მათ ერთად დაწერეს პირველი რომანი, შემდეგში სანდს კიდევ ბევრ მამაკაცთან ქონდა რომანი, მათ შორის პროსპერ მერიმესთან, ალფრედ დე მიუსესთან. ონორე დე ბალზაკი ირწმუნებოდა, რომ სანდმა თვითონ შესთავაზა საყვარლობა, მაგრამ უარი უთხრა, არ უნდოდა მე-14 ან მე-15 ყოფილიყო.
ავრორამ რომანის გამოქვეყნება გადაწყვიტა, მაგრამ ქმარმა ამის გაკეთება დიუდევანის სახელით აუკრძალა.მან სიამოვნებით შეუსრულა ქმრის ოჯახს ეს თხოვნა და ჟორჟ სანდი დაირქვა. ეს სახელი მის ლიტერატურულ ფსევდონიმად ბოლომდე დარჩა. ჟორჟ სანდს პარიზში უგულო ქალს ეძახდნენ და ბისექსუალადაც თვლიდნენ. იმასაც უკიჟინებდნენ, რომ რომანები ყოველთვის თავისზე უმცროს მამაკაცებთან ჰქონდა. სიგარას ეწეოდა და მკვეთრი მამაკაცური მოძრაობები ქონდა.მამკაცებს მისი ინტელექტი და სიცოცხლის წყურვილი იზიდავდა.
ნახვამდის ჩემო საყვარელო!
ალფრედ დე მიუსე მასზე 6 წლით იყო უმცროსი. მიუსე ამ ქალს ხოტბას ასხამდა და შავმკერდიან ანდალუზიელს ეძახდა.ისინი ჩხუბობდნენ, შორდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ ისევ რიგდებოდნენ და ასე გაუთავებლად.ერთ-ერთ- მორიგი ჩხუბის შემდეგ სანდმა დღიურში ჩაწერა : ”ნახვამდის ჩემო საყვარელო ქერათმიანო. ვემშვიდოებები შენს თეთრ მხრებს და ყველაფერს, რაც ოდესმე ჩემი იყო”


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია