ძალიან მინდა, ჩემი გულისტკივილი თქვენი ჟურნალის ფურცლებზე გამოვაქვეყნო. 42 წლის ქალი ვარ, ერთი შვილის დედა. კარგი ცხოვრება მქონდა, მაგრამ ჩემი ოჯახი ქვეყნის არასწორი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. მეუღლე და ჩემთვის ბევრი საყვარელი ადამიანი აფხაზეთის ომმა შეიწირა. მას შემდეგ 18 წელი გავიდა. ამ დიდი ტრაგედიის დავიწყება შეუძლებელია, მაგრამ დრომ თითქოს ნელ–ნელა ტკივილი მიაყუჩა.
კარჩაკეტილ ცხოვრებას მივეჩვიე. არაფერი მაინტერესებდა, მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობდი. როგორც შემეძლო, მისი კარგი აღზრდით ვიყავი დაკავებული. დღეს მხოლოდ იმით ვარ ბედნიერი, რომ კარგი შვილის დედა ვარ. სხვა არაფერი მახარებს. არ ვიცი, იმას, რაც ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში მოხდა, როგორ გადავიტან.
ასაკი არ მეტყობა, გარეგნულად კარგად გამოვიყურები, რაც შეუმჩნეველი არ რჩება. აგვისტოში ერთი ადამიანი გავიცანი. მისი დიდი თხოვნის შემდეგ პაემანზე წავედი. ჩემი დანახვით გაკვირვება და გაოცება ლექსით გამოხატა, მითხრა: "არაფერია ქვეყნად მუდმივი, შენი ლამაზი ღიმილის გარდა". მას შემდეგ ყოველდღე მირეკავდა, საღამოს მესიჯებს მწერდა. მისმა ყურადღებამ თავბრუ დამახვია, შემიყვარდა. როცა თუნდაც ერთი დღე აღარ მომწერდა, ძალიან ვნერვიულობდი. ვიცოდი, რომ მას ცოლი არ ჰყავდა და მარტო ცხოვრობდა. 40 წლის იყო.
ისე მოხდა, რომ ჩვენი ურთიერთობა შედგა. ის ლამაზი ღამე ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა და მუდამ ასე იქნება... სწორედ იმ ლამაზი დღის შემდეგ ჩემთან ურთიერთობა შეწყვიტა, ის ლამაზი, თბილი სიტყვები წარსულად იქცა. დრო გადიოდა, მან კი არც მომიკითხა. მე რომ ვეხმიანებოდი, ყოველთვის მპასუხობოდა, არ მცალიაო. მასთან მისვლა გადავწყვიტე. მინდოდა, სახლში მივსულიყავი და გამეგო, რა უჭირდა.

ნეტა, ფეხი არ გამედგა და იქ საერთოდ არ წავსულიყავი! კარი ქალმა გამიღო და მითხრა, ჩემი მეუღლე რაიონშია წასულიო. თუ მიწა არ გამისკდებოდა და არ ჩამიტანდა, არ მეგონა. იქიდან ისეთი დამცირებული წამოვედი, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. მას შვილი არ ჰყავდა, მაგრამ ვერ ვხვდები, ცოლის დამალვა რაში სჭირდებოდა?! ვერ გამიგია, კაცმა ასეთი საშინელი ტყუილი როგორ უნდა იკადრო!
თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძალიან მიყვარს, მაგრამ იმ დამცირებას ვერ დავივიწყებ. თავს ვერ ვპატიობ, რომ გული იმ ადამიანს ვაჩუქე და მივენდე, რომელმაც გამომიყენა. ცუდად ვხდები, როცა ვფიქრობ, რომ ერთჯერადი ქალის როლში აღმოვჩნდი.
მინდა, ყველა ქალს ვუთხრა, რომ კაცსა და ქალს შორის კარგი მეგობრობა არ არსებობს. კაცებმა ასეთი მეგობრობის დაფასება არ იციან. ამიტომ, სანამ ასეთ ნაბიჯს გადადგამთ, ყველაფერი გაითვალისწინეთ, რომ ჩემი ისტორია თქვენს ცხოვრებაშიც არ განმეორდეს. ნურავის მისცემთ უფლებას, ერთჯერადი ქალის როლი გარგუნოთ.
– მშობლებმა ლაშას შესახებ არაფერი იცოდნენ?
– არა. ჩემმა დამ იცოდა, რომ ვიღაცა ბიჭი მომწონდა, მაგრამ ვინ, ეს არ იცოდა. არ ვეუბნებოდი, რადგან მინდოდა ლაშა კარგად გამეცნო და მერე მეთქვა მათთვის.
– ლაშამ ცოლობა შემოგთავაზათ?
– არა. რატომღაც აჭინაურებდა ამ საკითხს. ბოლოს ისე მოხდა, რომ საუბრისას თავად შევეკითხე, ხომ არ უფიქრია ოჯახის შექმნაზე. საღამო ხანი იყო, ვაკის პარკიდან სახლში მაცილებდა, ქუჩაში ფეხით მოვსეირნობდით და ვსაუბრობდით. ჩემს კითხვას, გულიანი სიცილი მოჰყვა. თავი უხერხულად ვიგრძენი, გავბრაზდი კიდეც, მაგრამ ლაშამ დამამშვიდა და ღიმილით მითხრა: ყველაფერს თავისი დრო აქვსო. ამ საუბრიდან რამოდენიმე დღის შემდეგ თავად დამიწყო ქორწინებაზე საუბარი. აინტერესებდა, რა აზრის ვიყავი ქორწინებამდე სექსზე. მის ხმაში რაღაც არ მომეწონა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მე, რა თქმა უნდა ვუთხარი, რომ ყველაფერი ტრადიციული მომწონდა, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება გრძელი, თეთრი კაბის ჩაცმა და ეკლესიაში ჯვრისწერის ცერემონია იყო. ამ საუბრის შემდეგ ლაშა რამოდენიმე ხნით დაიკარგა. მერე კი გამოჩნდა. ისევ ისეთი ნაზი და ალერსიანი იყო. ის ყველა ეჭვი, რომელიც მანამდე გულს მიღრღნიდა, სადღაც გამიქრა. ბოლოს ხელი ჩავიქნიე და ღმერთს მივანდე ჩემი პირველი სიყვარულის ამბავი. ამ ხნის მანძილზე მე დედას ყველაფერი მოვუყევი. დედას არც გახარებია და არც სწყენია. უბრალოდ გამაფრთხილა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი. მშობლის სიტყვები გულთან ახლოს არ მიმიტანია, რადგან ლაშას თვალდახუჭული ვენდობოდი. თურმე თვალდახუჭული, მშობლის გარდა, არავის უნდა ენდო. ერთ დღეს იმ ადამიანმა, ვისაც სულითა და გულით ვენდობოდი, ვინც ჩემი ოცნების მამაკაცი მეგონა და ვისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დავთმობდი, ნიღაბი ჩამოიხსნა და სრულებით სხვა ადამიანი დამიდგა წინ. ლაშამ მეგობრის სახლში მიმიყვანა. მითხრა, დაბადების დღე აქვს და ავიდეთო. მე ცოტა მეუხერხულა მის მეგობართან ასვლა, რადგან არ ვიცნობდი, მაგრამ ლაშა აღარ მომეშვა და ავედით. სახლში გიას გარდა, არავინ დაგვხვდა. ჩვენი მისვლიდან 10 წუთის შემდეგ, გიამ რაღაცა მოიმიზეზა და სახლიდან წავიდა. კარებში გასვლისას უცნაურად გამიღიმა და მითხრა: აბა, არ მოიწყინოთ, მალე დავბრუნდებიო. მე პირველად მის ქარაგმულ სიტყვებში ვერაფერი შევამჩნიე, მერე სახლში ყველაფერი რომ გავიაზრე, მივხვდი, რასაც გულისხმობდა. როდესაც მარტონი აღმოვჩნდით, ლაშამ კოცნა დამიწყო. უცებ ვიგრძენი, რომ ეს ალერსი უფრო თამამი და ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მისგამ ასეთ საქციელს არ ველოდი და სასტიკი უარი ვუთხარი. მას ჩემს უარზე გაეცინა და ირონიით მითხრა: რა მოგივიდა, რამოდენიმე ხნის წინ ცოლობას მთავაზობდი და ცოლის მოვალეობა არ გინდა შეასრულოო. მისმა ასეთმა უხამსობამ და თავხედობამ აღმაშფოთა და სილა გავარტყი. მეგონა გონს მოვიდოდა და ბოდიშს მომიხდიდა, მაგრამ შევცდი. ლაშა მხეცივით მეძგერა და ჩემი ტანსაცმლის შემოხევა სცადა. სასოწარკვეთილმა საშინლად დავიყვირე და წინააღმდეგობა გავუწიე, ბოლოს ხელიდან გავუსხლტი და კარების სახელურს ვეცი. კარი დაკეტილი დამიხვდა. მინდოდა მისი გაღება, მაგრამ ვერ შევძელი. სასოწარკვეთილი შემოვბრუნდი, მეგონა, ლაშა უკან იქნებოდა, მაგრამ ის არსად ჩანდა. რამოდენიმე წუთის შემდეგ კარებში გამოჩნდა, ხელში ჩემი ჩანთა ეჭირა. ირონიულად მომიახლოვდა, კარები გამიღო და ხელი მკრა, სახლიდან როგორც ძაღლი ისე გამომაგდო. თან უშვერი სიტყვებით გამომლანძღა: მივქარე შენზე ამდენი დრო რომ დავკარგეო. სახლში განადგურებული მივედი. იმ საღამოს ისე ვინერვიულე, რომ ავად გავხდი. ერთი თვე ლოგინად ჩავვარდი. მარტო დარჩენის მეშინოდა, კოშმარები მელანდებოდა. ვერავინ გაიგო ჩემი ავადმყოფობის მიზეზი. ცოტა გონს რომ მოვედი, დედას ყველაფერი მოვუყევი.
– როგორ გადაიტანეს ეს ყველაფერი შენმა მშობლებმა?
– დედამ ჩემს ბიძაშვილს მოუყვა ყველაფერი. მან და მისმა მეგობრებმა მოინახულეს ლაშა და საკადრისი პასუხიც გასცეს, მაგრამ დეპრესიაში მე ვიყავი. ამ ამბის შემდეგ, ის ლამაზი გრძნობა, რაც მეჩვენებოდა, რომ ჩვენს შორის იყო, სადღაც გაქრა. ხშირად ვფიქრობ, ნუთუ ის სიყვარული და თავაზიანობა მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბი იყო და მეტი არაფერი? თუ ეს ასეა, საკვირველია, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ასეთი თამაში. გარეგნულმა ბრწყინვალებამ და კარგად მორგებულმა ნიღაბმა კინაღამ დამღუპა და ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია. დღესაც არ ვიცი, რამ შეაკავა იმ მომენტში ლაშა და რატომ დამინდო. მართალია, შეურაცხყოფას გადავრჩი, მაგრამ ცხოვრების საკმაოდ მწარე გამოცდა გავიარე – ადამიანის ნდობა დავკარგე, აღარც სიყვარულის მჯერა, ყველაფერი ყალბი და ნიღაბაფარებული მგონია. დღეს, როდესაც ამ ამბიდან ერთი წელი გავიდა, ყველაფერი გადავხარშე და გავაანალიზე. მივხვდი, რომ ის ჩემი სათაყვანებელი არსება არ იყო, უბრალოდ შევცდი და მადლობა ღმერთს, რომ ამ შეცდომამ სამუდამო დაღი არ დამასვა.


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია