– მე ქართველი კაცი ვარ და ჩემს სათქმელს პირდაპირ გეტყვით. შეიძლება თქვათ რა შუაშია სიყვარულთან ქართველი კაციო, თუმცა ჩემმა სისუსტემ იმ ქალის სიყვარული წამართვა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, რადგან ქალს მკაცრად უნდა მოექცე, თორემ აუცილებლად გაგცვილის სხვაზე. ეს ადამიანი ახლაც სიგიჟემდე მიყვარს. ვწუხვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ჩვერულებრივ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. სადაც ყველა ოჯახის წევრმა თავისი ადგილი იცის. ჩემი შეყვარებულიც ისე მიიღეს, როგორც მომავალი სარძლო, თუმცა ზედმეტი არაფერი ვარგა. ქალი უნდა გაანებივრო, მოეფერო, მაგრამ, არა იმ დონეზე, რომ სხვასთან გაგექცეს. ნანკა ჩვენი უბნის ყველაზე მიმზიდველი გოგოა. ბავშვობიდან ვოცნებობდი მის შავ თმებზე, შავ თვალებზე და მაყვლის ტუჩებზე. სიმართლე გითხრათ არც თვითონ იყო ჩემ მიმართ გულგრილი, თუმცა ჩემს თავს მის ღირსად არ ვთვლიდი.
– როგორ დაუახლოვდით?
– სოფლიდან თბილისში ახალი გადმოსულები ვიყავით, ნაქირავებ ბინაში ვცხვოვრობდით, ნანკა ჩემი უბნის საპირისპირო ქუჩაზე ცხოვრობდა. ყველაფერი ჩემი მეგობრების ახირებით მოხდა. იმასაც კი მეუბნებოდნენ, თვალები სად გაქვს, ასეთ ლამაზ გოგოს მოსწონხარო. არ მჯეროდა, არც მემეტებოდა ნანკა ჩემთვის, რადგან 22 წლის ასაკში ყველა ბიჭს თავაშვებულობის მომენტები აქვს, ყველა ერთობა, მეც უნივერსიტეტ დამთავრებული ვიყავი და ოჯახის შექმნაზე არც კი მიფიქრია. ნანკა იმდენად ახლოს მოვიდა ჩემამდე ჩემი მეგობრების დახმარებით, რომ ვერც კი მივხვდი ეს უბრალოდ გატაცება, სიყვარულში როგორ გადაიზარდა. დავუახლოვდი, თავიდან მასთან ყოფნა მსიამოვნებდა, ნანკა სხვებისგან გამორჩეული გოგო აღმოჩნდა, ბიჭებს ახლოს არ იკარებდა, მეც ამ ყველაფერმა ძალიან მიმიზიდა, ძალიან მესიამოვნა მისი ასეთი მიუკარებლობა.
– მას არ უყვარდით?
– მის დაბადების დღეზე გამოვუცხადე, რომ ძალიან მიყვარდა და ჩვენი ურთიერთობა არ მინდოდა მხოლოდ დროებითი გართობა ყოფილიყო. ულამაზესი სამკაული ვაჩუქე ჩვენი სიყვარულის ნიშნად, მანაც მიიღო და იგივე გრძნობით მიპასუხა. მე და ნანკა უბანში ყველაზე აქტუალური წყვილი ვიყავით. ჩვენი ყველა გასეირნება ჩვენზე ჭორაობით იწყებოდა და მთავრდებოდა. სასიამოვნოც კია შენზე ჩუმად, რომ ლაპარაკობენ, თუმცა ვერიდებოდით იმას, რომ ყველას თვალში არ მოვხვედროდით. ერთი სიტყვით იდეალური ურთიერთობა გვქონდა.
– რატომ გაგირთულდათ ურთიერთობა?
– ნანკა ჩემზე 5 წლით პატარა იყო. უნივერსიტეტში სწავლობდა, მეც ყოველთვის ვაკითხავდი და ვცდილობდი მის გვერდით ვყოფილიყავი. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ვეჭვიანობდი მის კურსელ ბიჭებზე, ერთხელაც კი არ მითქვამს ის, რომ სწავლისთვის უნდა დაენებებინა თავი, მისთვის არაფერი ამიკრძალია, პირიქით თვითონ მირეკავდა და მეუბნებოდა, დღეს გოგოები კაფეში მივდივართ და შენც მინდა წამოხვიდეო, იმ დროს, რომ მცოდნოდა ამას რატომ აკეთებდა, ჩემი გამოყენების უფლებას ნამდვილად არ მივცემდი. სადღესასწაულო დღეებს მასთან ერთად ვატარებდი, ჩემი მეგობრები იმასაც კი მსაყვედურობდნენ, გოგოს ასე ნუ გადაყვები, კისერი არ მოიმტვრიოვო.
– თვითონ თუ გაქცევდათ ასეთ დიდ ყურადღებას?
– მისგან მცირედი ყურადღება ჩემთვის დიდის ტოლფასი იყო. როცა გიყვარს ძალიან ბევრ რამეს ვერ ამჩნევ. ნანკასი აბსოლიტურად ყველაფერი მომწონდა. ყევლაფერი კი იქიდან გაფუჭდა, როცა ჩემს დაბადების დღეზე გადავწყვიტე ნანკა ჩემი სტუმრებისთვის გამეცნო. ჩემს ნათესავებს წარვუდგინე, მას კი უეცრად სახეზე ღიმილი გაუქრა, არც იცინოდა, არც მხიარულობდა, ძალიან ცუდ ხასიათზე დადგა, სიმართლე გითხრათ, არც კი მიეჭვიანია, რომ მასა და ჩემს ერთ–ერთ ნათესავს შორის რაიმე შეიძლებოდა მომხდარიყო. ცოტახანში მითხრა, ცუდად ვარ და სახლში წამიყვანეო, მეც სახლამდე მივაცილე, ბოდიში მომიხადა და მთხოვა მაპატიე, ცუდად ვიყავიო.
– რა ხდებოდა მასა და თქვენს ნათესავს შორის?
– საშინლად მიჭირს ამ თემაზე საუბარი, ჩემი ძალიან ახლო ადამიანი, სისხლით ნათესავი ნანკას საყვარელი იყო. თანაც იმ დროს, როცა ჩვენ ერათმანეთს ვხვდებოდით. ჩემი ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა, ვერც კი წარმოვიდგენდი იმას, რომ ნანკა ასე მომექცეოდა. ქალი, რომელიც დღესაც სიგიჟემდე მიყვარს ჩემს უახლოეს ადამიანთან მღალატობდა, გოგონა რომელიც უკარება გოგოს როლს თამაშობდა სულაც არ იყო ისეთი უკარება, როგორც ერთი შეხვედრით ჩანდა.
– როგორ გაიგეთ ის, რომ ნანკა თქვენს ნათესავთან გღალატობდათ?
– დაბადების დღის შემდეგ, ჩემმა ნათესავმა მოუხშირა ჩვენთან სიარულს. ყოველთვის რაღაცის თქმას ცდილობდა, თუმცა მე არ ვუსმენდი. ნანკაც დიდ დროს აღარ ატარებდა ჩემთან, მიზეზად კი გამოცდებს ასახელებდა, მეც ვითმენდი, თუმცა უკვე ერთი თვე გადიოდა, ის კი ჩემ მიმართ ძალიან ცივი გახდა. არ მესმოდა 3 წლის განმავლობაში რაღა ჩემს ნათესავთან გააბა რომანი. ნანკამ ამ ყველაფერზე იცოდა ჩემი დამოკიდებულება და სწორედ ამიტომ მიმალავდა. ჩემმა ნათესავმაც ერთ დღეს გამომიცხადა, იმ დღეს, რომ გოგო გამაცანი ჩემი საყვარელი იყოო. ვერ გეტყვით რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
– ნანკას არაფერი მოსთხოვეთ?
– ნანკას ახსნაც არ მოვთხოვე, არიან გოგოები, რომლებიც ბიჭებს ყველანაირად გვერდით უდგანან. უდიდეს ყურადღებას აქცევენ, ნანკა კი არასდროს იკლავდა ჩემ გამო თავს. მე კი მის გამო რას აღარ ვშვრებოდი. მან მე მიღალატა ამით კი ყველაფერი იყო ნათქვამი. ჩემს საცოლეს, რომ წარმოვიდგენდი ჩემს ნათესავთან, ორივე მეზიზღებოდა, მე კი რამდენ რამეს ვითმენდი. არც არაფერი ამიხსნა, უბრალოდ მითხრა, რომ ეს მისთვის წამიერი გატაცება იყო და მეტი არაფერი. ბოლოს ისიც კი გამომიცხადა, კარგია, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა, ჩვენი ურთიერთობა მაინც აბსურდი იყოო. მე კი სიგიჟემდე მიყვარდა და მიყავრს, თუმცა ასეთი ადამიანები სიყვარულს არ იმსახურებენ. როგორ შეიძლება ერთი გიყვარდეს და მეორე ადამიანთან ერთობოდე.
– როგორც თქვით მეზობლები იყავით და ახლა ქუჩაშიც არ ხვდებით ერთმანეთს?
– კი, რა თქმა უნდა, ვხვდებით ერთმანეთს. ნანკას სატკივარი ყოველთვის ის იყო, რომ მე სოფლიდან ჩამოსული ბიჭი ვიყავი. იქნებ ამის გამოც იკავებდა თავს. ერთხელ ისიც კი წაიწუწუნა, სოფელში როგორ უნდა ვიცხოვროთო. მე სამსახური მქონდა და ხელფასსაც კარგად ვიღებდი, ბინაც ვიყიდე, იმისთვის, რომ ნანკას რამე საწინააღმდეგო არ ჰქონოდა, თუმცა მან ესეც არ იკმარა. ნანკასნაირი გოგოები სიყვარულს არ იმსახურებენ.


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია