იოსებ ნონეშვილი

იოსებ ნონეშვილი (დ. 6 აპრილი, 1918 – გ. 1980), ქართველი პოეტი.

დაიბადა სოფელ კარდანახში (გურჯაანი რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წ. ჟურნალ "ჩვენს თაობაში". 1940 წ. გამოსცა პირველი პოეტური კრებული. 1941-1945 წლებში მოქმედ არმიაშია. მისი შემოქმედება თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. წლების მანძილზე რედაქტორობდა ჟურნალ "დილას", გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში", არჩეული იყო მშვიდობის დაცვის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად, მიღებული აქვს გ. ტაბიძის სახელობის პრემია წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის. 1981 წ. მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ).


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია